,,თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიზანს რეგიონში სრული კონტროლის აღდგენა წარმოადგენს და ამაში ეჭვი მგონი არავის ეპარაბა. ამ მიზნის მისაღწევად კი გეოპოლიტიკრუი სურათია შესაცვლელი. კერძოდ უნდა დაიშალოს თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ე.წ. სამთა სტრატეგიული პატრნიორობა. ეს არის მიზანი... ამ მიზნის მიღწევას რუსეტი სხვადასხვა გზებით ცდილობს, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერაფერს მიაღწია. ამიტომაც იყო რომ უკრაინისკენ გაიქაჩა.. გათვალ იყო მარტივი - სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა ,და ყირიმი სრულად პრორუსული ეგონა, და რგონა რომ უკრაინას თუ " სამრეწველო რეგიონს" ჩამოაშორებდა მერე მთლიანად უკრაინას გადაყლაპავდა. ამითი კი უკვე მოუბრუნდებოდა კავკასიის რეგიონს "აი ხომ ხედავთ რამხელა სახელმწიფო დავაჩოქე და თქვენ საერთოდ გაგანადგურებთო", მაგრამ არაფერი გამოუვიდა.. გათვლები იყო არასწორ ინფორმაციაზე აგებული და რუსეთს მოუწია ფარულად თუ ღიად საკუთარ ავანტიურაშივე ჩართვა, რაც პრაქტიკუალად რუსეტს საკუთარი პოლიტიკის კრახის ფასად უჯდება. მიატომაც კრემლს ჰაერივით სჭირდება ახალი ცხელი წერტილი, სადაც გარკვეულწილად სულ მცირე სახელის რეაბილიტაციას მაინც შეძლებს როგორც "მშვიდობისმყოფელის", ხოლო მაქსიმუმ უკრაინის დაკარგვის კომპენსირებას მოახდენს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნისათვის ყარაბახის საკითხი არის იდეალური ვარიანტი კრემლისათვის. მითუმეტეს სომხეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა ამ მიზნის განხორციელების ერტ-ერთი გარანტიც იქნება. ასევე, როგორც ავღნიშნე აუცილებლად გასათვალიწინებელია ტურქეტის ფაქტორიც. თუმცა ისმოდა სავსებით სამარტლიანი კითხვა - რატომ ჩაერევა თურქეთი, როდესაც 90-ან წლებშიც ქონდა ამის საშუალება და მაშინ არ ჩრეულაო.უნდა აღინიშნოს, რომ 90-ან წლებში ყარაბახის ამბებში თურქეთის არ ჩარევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მაშინ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ყოვლის მომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული. ამ დროისათვის კი ასეთი ხელშკრულება არსებობს, რომელშიც სამხედრო დახმარების აღმოჩენაც არის ჩადებული. ასე რომ ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის (დიდი ალბატობით მოსალოდნელიცაა). და რაც გამორიცხული არ არის ყოველთვის უნდა გაითვალისწინო
ამ საკითხთან მიმართებაში ასევე გამახვილებული იყო ყურადღება სირიასა და ერაყთან თურქეთის პრომლემებთან დაკავშირებით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თავსატეხისათვისაც ეყოფა თურქეთს ძალები.და მეორეც სომხეთის წინააღმდეგ გალაშქრების შემთხვევაში არც სირია და არც ერაყი თურქეთს პრობლემებს არ შეუქმნის.. აქ რელიგიური ნიშანი ითამაშებს თავის როლს.
რაც შეეხება რუსეთს. რუსეთი ამ ავანტიურაში ირიბად იქნება ჩართული.. ვინაიდან სამხედრო ბაზა სომხეთშია განლაგებული და მის ვითომ დასაცავად აუცილებლად დამატებითი ძალების ჩაყვანაა საჭირო, აუცილებლად მოითხოვს საქართველოზე გავლით კორიდორის მიცემას.. (ასეთი კორიდორის არსებობის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსი სამხედრო ექსპერტები საუბრობდნენ. ამასთან არ დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - სომხეთის საბაჟო კავშირში შესვლა და ამ საკითხთან დაკავშირებით რუსი ექსპერტების და პოლიტიკოსების განცხადებები - "სომხეთს აუცილებლად ექნება საზღვარი რუსეთთან")... არ მიცემ და ძალით მაინც გაიკეთბს და ამას აუცილებელობით ახსნის მერე...რა მოჰყვება ამას მგონი ნათლად მაქვს აღწერილი, მაგრამ მაინც დავაკონკრეტებ:
ა) აზერბაიჯანთან წყდება სტრატეგიული ურთიერთობები. რატომ? - იმიტომ, რომ ეს კორიდორი აღქმული ქინება (და სინამდვილეშიც ასე იქნება დიდი ალბატობით) როგორც სომხეთისათვის ომში მხარდაჭერა
ბ) ამის შემდეგ ავტომატურად წყდება სტრატეგიული ურთიერთობები თურქეთთან. რატომ? - იმიტომ, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან ყველა მიმარტულებით და შესაბამისი ვალდებულებები აქვთ აღებული
გ) საქართველოში ვღებულობთ სამხედრო კორიდორის დაცვის მიზნით უკვე არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენის ნეაბრთვით თუ უნებართვოდ განლაგებულ რუსეთის სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას
დ) საქართველო აღმოჩნდება ჩიხში და უბრუნდება რუსულ ზეგავლენას
ე) წინა პუნქტის გათვალსწინებით აზერბაიჯანიც ჩიხში ექცევა და უნდა თუ არ უნდა ისიც რუსული ზეგავლენის ქვეშ ექცევა
ვ) რუსეთი იბრუნებს მთლიანად კავკასიაზე ზეგავლენას
ზ) კონფლიქტი ყარაბახში კონფლიქტი რცება ისეთივე მდგომარეობაში როგორიც დღესაა
თ) აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რჩება დღეს არსებულ სიტუაციაში
ი) რუსეთი თავის სამხედრო ბაზების რაოდენობას ზრდის რეგიონში და აბრუნებს საბჭოთა კავშირის დროინდელ ზეგავლენი პერიმეტრს
კ) რუსეთი იბრუნებს რა კონტროლს რეგიონზე დასავლეთი აგებს კონტროლს ახალი და ძველი "აბრეშუმის გზის" რეაბილიტის პრეოქტებზე.. ანუ დასავლეთი აგებს გეოპოლიტიკურ ომს ტრანსკონტინენტალური პროექტების განხორციელების საქმეში და რუსეთი ისევ ხდება ძირითადი სატრანსოპრტო კორიდორი.
და ყველაფერი ეს ამ პატარა ვითომდაც "უწყინარი" ყარაბახის მოველენების სრულმასშატაბიან ომში გადაზრდის შემთხვევაში...", - წერს გოჩა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






