,,მე მქონდა მასთან ურთიერთობა და ვანო მერაბიშვილთან ჰქონდა დღეში 50-ჯერ სატელეფონო საუბარი. ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან კონკრეტული. ივანიშვილს ჩვენ ვთხოვდით პროექტების გაკეთებას და აკეთებდა იმიტომ, რომ ჩვენ ვთხოვდით და არა იმიტომ, რომ ასე უნდოდა, მერე ეტყობა მობეზრდა. რამდენჯერმე მან სცადა ჩვენთვის შემოეთავაზებინა პირდაპირ ფული, ისევე როგორც შევარდნაძის ოჯახს აძლევდა, რაზედაც მან მიიღო კატეგორიული უარი და იძულებული იყო, რომ დაეფინანსებინა განათელბაში რაღაც პროექტები, ინფრასტრუქტურაში. აფინანსებდა ჩვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ალბათ, ასე არიან მიჩვეული ოლიგარქები - სადაც არიან, იქ უნდა ასიამოვნონ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იყო ივანიშვილის რჩევა 7 ნოემბრის აქციაზე, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილი იყო ,,უკიდურესად გადამწყვეტი მოქმედებების მომხრე“.
,,უფრო მეტიც, ვანოს ურჩევდა ყველანაირ ხრიკებს პატარკაციშვილის წინააღმდეგ, ისინი იყვნენ მტრები და ივანიშვილი მზად იყო, წასულიყო ბოლომდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






