,,არანაირი გარიგება პატარკაციშვილთან არ ყოფილა, მან ჩვენგან ვერანაირი ქონება ვერ წაიღო. რუსეთში მას არ უშვებდნენ, მაგრამ რუსეთს ის არ ჰყავდა საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული, მაგალითად ივანოვი რომ ჩამოვიდა თბილისში, მთელი ღამე იყო ბადრისთან სახლში, ყველა ჩამოდიოდა ბადრისთან, ის ფორმალურად წამოსული იყო რუსეთიდან, მაგრამ ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები, განსხვავებით ბერეზოვსკისგან. 2007 წელს დსთ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა შემატყობინა, დრო მოვა და ვიტყვი ვინც არის ეს ლდიერი, მაგრამ არ მინდა ეხლა პრობლემები შევუქმნა, მან შემატყობინა, რომ მასთან ქვეყანაში ბადრი პატარკაციშვილი რამდენჯერმე შეხვდა ფსბ-ს გენერალს. ჩავიდა, როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. როცა ჰკითხეს ბადრის თუ რატომ აკეთებდა ამას, უპასუხა, რომ პუტინს რომ შეხვდება, ის ეტყვის. როცა შეხვდა დსთ-ს ეს ლიდერი პუტინს და როცა ჰკითხა, პუტინმა უპასუხა მალე პატარკაციშვილი იქნება საქართველოს ლიდერი, სააკაშვილს დაამხობსო. ეს არი ის, რაც მე მითხრა. ამ შეხვედრების შესახებ ვიცოდი მე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გაახმოვანა პრეზიდენტმა აღნიშნული ინფორმაცია, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც არ ხმოვანდება.
მასალის გამოყენების პირობები






