როცა განსაცდელი მოგივათ, გახსოვდეთ, ყველაზე ახლოს უფალია თქვენთან - ილია მეორე
პოლიტიკა - 18:50, 02 Aug, 2014     3897
მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ანგელოზის დღეა. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს პატრიარქმა ქადაგებით მიმართა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, იგი მადლობელია ყველაფრისათვის.

"ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო, სული წმინდა მოვიდეს თქვენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. უპირველეს უყოვლისა მე ვმადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის, იმ თავდადებული მოღვაწეობისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ახლა თქვენ რომ მითხრათ, რომ მე ძალიან გიყვარვართ, ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ მე ისედაც ვიცი და მე რომ გითხრათ თქვენ, რომ თქვენ ძალიან მიყვარხართ, ესეც თქვენ იცით. სიყვარული მარადიულია, სიყვარულს არ აქვს საზღვარი, ასე რომ, ეს თვისება, სულიერი სიყვარული არის ღვთისგან მოვლენილი და თვითონ ღმერთი არის სიყვარული.მე მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, 37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა. მართლაც ძნელია ეს ჯვარი, მაგრამ უფალი, რომელიც ჯვარს აძლევს, იგივე უფალი ეხმარება ადამიანს, ამიტომ როცა განსაცდელი მოგივათ, არ შეუშინდეთ განსაცდელს, ყველაზე ახლოს უფალია თქვენთან იმ დროს, განსაცდელის დროს. წმინდა ილია წინასწარმატყველის ლოცვით, წმინდა ილია მართლის ლოცვით და წმინდა ილია პირველის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო", – განაცხადა ილია მეორემ. დღეს 19:30 საათზე მრევლს შესაძლებობა ექნება საპატრიარქოში მივიდეს და უწმინდესს ანგელოზის დღე მიულოცოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42