ჭირმა თავი არ დამალა... იქნებ აწი მაინც მივხვდეთ, რომ ძალა ერთობაშია - მალხაზ პატარაია
სოც.მედია - 17:53, 02 Aug, 2014     2436
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია რუსეთის მხრიდან კავკასიაში მორიგ შეტევაზე საუბრობს. უკანსასკნელი მოვლენების ფონზე, პატარაია საპარლამენტო ოპოზიციას კარჩაკეტილობას და ,,მარტოობაში ბრძოლას“ უწუნებს და ამის სანაცვლოდ, მათ ფართო ანტირუსული პოლიტიკური ფრონტის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს.

,,პუტინი შეტევაზე გადმოვიდა კავკასიის ფრონტზე. ბაქოში გამართული საფეხბურთო მატჩის მოვლენები და პრეზიდენტ სააკაშვილისათვის პატიმრობის შეფარდება ამის ორი ძალიან მკაფიო სიგნალია. ეჭვი არ მეპარება, ამ და სხვა ფაქტებზე, განსაკუთრებით წუხანდელზე, პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება მტერთან თანამშრომლობისათვის ივანიშვილიდან დაწყებული და გუშინდელი მოვლენების ,,გმირი“ მოსამართლით დამთავრებული. ისტორიის ლოგიკა დღეს კრემლის დიქტატორის საწინააღმდეგოდ გამალებით მუშაობს. ჩვენს პატარა უზურპატორსაც არ მოელის კარგი დღე. მაგრამ ეს თავისით არ მოხდება. უკრაინელი ერი იბრძვის, ჩვენ მოვლენების დამკვირვებლად ვრჩებით და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენში ამ შემოტევის დაძლევას დიდი დრო და ფასი დასჭირდება.

ამ ვითარებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა საპარლამენტო ოპოზიციასაც აქვს. ყოველთვის თავს ვარიდებდი ამის საჯაროდ თქმას, მაგრამ როგორც იტყვიან, ჭირმა თავი არ დამალა. ვერა და ვერ დაძლიეს იზოლაციონიზმი და კარჩაკეტილობა. მარტოობაში ბრძოლა არჩიეს ფართო ანტირუსული პოლიტიკური ფრონტის შექმნას მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობები და სერიოზული რესურსები არსებობდა პატრიოტულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების, საზოგადოებრივი ჯგუფების თუ გაერთიანებების სახით. გასული არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა ამ მიდგომის უსწორობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვნად მოაკლდა მხარდამჭერები, დასავლური ოპოზიციის ელექტორატი არ გაზრდილა, პირიქით კიდევ უფრო შემცირდა. საზოგადოების დიდი ნაწილი კი გულგრილი დარჩა მიმდინარე პროცესებისადმი და სახლში ჩაიკეტა, რაც მხოლოდ მტრის აქტივშია.

იქნებ აწი მაინც მივხვდეთ, რომ ძალა ერთობაშია“, - წერს მალხაზ პატარაია ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42