საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძე კომენტარს აკეთებს:
"დღეს გვაქვს ქვეყანა, სადაც ხალხის მწამებლებს, 9 წლის განმავლობაში იქნება თუ რამდენი წელიც იყო, ბედუკაძეს, "ბასტის და ბუბუს", რუსეთის აგენტებს-შკრილნიკოვს, ჩახალიანს, გმირებად რაცხავენ და ციხიდან უშვებენ. ქართული სახელწიფოებრიობის, ასევე ყველაფერი იმის, რითაც დღეს ივანიშვილი სარგებლობს, ამ ყველაფრის საფუძვლის ჩამყრელს და შემქნელს, დამნაშავედ აცხადებენ. ასეთი ქვეყნის ჩამოყალიბება უნდა ივანიშვილს, რომელიც ბუნებრივია ვერ გახდება ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ახარებს პუტინს და ემსახურება მისი საქმის კეთებას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






