დავით ნარმანიას უფლებამოსილების ლეგიტიმაციას ულოცავენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.
პარტიაში იმედოვნებენ, რომ ახალი მერი ნეპოტიზმით არ იხელმძღვანელებს და მერიაში მომუშავე პროფესიონალებს პრობლემები არ შეექმნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იქნება სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულ პირებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს და დახმარებისათვის არასამთავრობო სექტორსაც მიმართოს.
„მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ემუქრება სამსახურის დაკარგვა, ძალიან გთხოვთ გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უფრო მეტად პროფესიონალები, ვიდრე ღარიბაშვილის, ნარმანიას, კალაძის ნათესავები, თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ამ თანამდებობებზე, სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს, დეპარტამენტების უფროსებს, ყველას მივმართავ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ დაწერთ განცხადებებს, თქვენ შეგიძლიათ იბრძოლოთ საკუთარი პროფესიონალიზმის დასაცავად. მოვუწოდებ თბილისის მერს ნუ გაავსებს მერიას საკუთარი ნათესავებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ ამ პროცესს თვალს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






