ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი იმ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც სოდის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა მასსა და პატარკაციშვილს შორის შემდეგარ შეხვედრაზე საუბრობს:
„ბადრიმ მე მითხრა, რომ ის იწერდა შეხვედრას, მე მითხრა, რომ სტენოგრამას აკეთებდა, ქართულიდან ინგლისურ ენაზე, მითხრა, რომ ხვალ დილით დაიდებოდა, წაიღო ფირი ბერეზოვსკიმ, ფირი აღმოჩნდა საელჩოში, საელჩომ გადასცა კოდუას, რატომ გადასცა კოდუას, თავად ფირი არ არსებობს, ამის დედანი, აქედან გამომდინარე, არავითარი ჩაწერა იქ კოდუას არ გაუკეთებია, ჩაწერა გააკეთა ბადრიმ, იმისთვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო მისი ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით.
კოდუა, როდესაც აძლევს ჩვენებას ოფიციალურად პროკურატურაში, მას ერთი სიტყვაც არ აქვს ნათქვამი იმაზე, რომ გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაავალა ბადრი პატარკაციშვილმა“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






