ორშაბათი თბილისელების მიღების დღედ დაწესდება - ნარმანიას ინიციატივა
პოლიტიკა - 12:30, 02 Aug, 2014     1396
დავით ნარმანიამ თავისი პირველი სამუშაო დღე დაიწყო თბილისის მერიაში. ის დღეს მერიის ადმინისტრაციასთან შეხვედრას გეგმავს, ნარმანია დღესვე წარადგენს თბილისის მერის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება შეეხება ორშაბათ დღეს - დავით ნარმაიას ინიციატივით ორშაბათი დაწესდება თბილისელთა მიღების დღედ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც თბილისის მერს, ასევე მის მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის უფროსებს. ნარმანიამ რეგიონული განვითარების სამინისტროდან საკუთარი ნივთები მოიტანა და ამ ნივთების სიმბოლურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით მცირე განმარტება გააკეთა. დედაქალაქის ახალმა მერმა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სპეციალური ქუდი და ტრაქტორის მინი მოდელი წამოიღო, რაც მისი თქმით, წარმატებული მუშაობის სიმბოლოა. ნარმანიას მერიის შესასვლელში მოქალაქეთა ნაწილი დახვდა, რომლებმაც მას სიმბოლურად აკვანი გადასცეს.

,,მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ამომრჩევლეს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა ჩვენს გუნდს და მოგვცა საშუალება ის პროგრამა, რომელიც შევიმუშავეთ, რეალობად ვაქციოთ. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ვიქნებით 24 საათიან სამუშაო რეჟიმში მომდევნო კვირიდან, მე მათ დავპირდი, რომ პირველივე დღიდან ხელს მოვაწერდი მოქალაქეთა მიღების წესს და მინდა აღვნიშნო, რომ ყოველი ორშაბათი იქნება თბილისის მერთან, მის მოადგილეებთან, რაიონის გამგებლებთან, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან მიღების დღე“, - განაცხადა ნარმანიამ.

დღეს 14:00 საათზე დავით ნარმანია წარადგნეს თბილისი მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42