სოდის ყოფილმა უფროსმა ბადრი პატარკაციშვილთან მისი შეხვედრის დეტალები გაიხსენა. „რუსთავი 2“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ერეკლე კოდუამ განაცხადა, რომ პატარკაციშვილმა მას ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაცია მოსთხოვა:
„ჩვენ ვისაუბრეთ ორ საათზე დიდხანს, შეეხო თავის ბექგრაუნდს და სხვადასხვა თემებს. აივანზე გავედით, სადაც 5 წუთი ვილაპარაკეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც მე ვთქვი, ვანო მერაბიშვილი ერეოდა საქმეში და არ მიმაყვანია ბოლომდე საქმე. ჯერ იძახდა, რომ ვანო მერაბიშვილი როგორმე უნდ დავაკაოთო, მე ავუხსენი, რომ ეს არ იყო რეალური, მერე მითხრა ნემსი გავუკეთოთო, თან ხელს მაჩვენებდა, მაშინ დავეჭვდი, უნდოდა ეთქვა რომ მოვკლათო და დავეჭვდი, თვითონაც ხომ არ მწერდა. შემდეგ ასე აღმოჩნდა, ანუ ლიკვიდაციაზე იყო საუბარი, მინისტრი და მისი დაცვა უნდა დამეხოცა. ასეთი რაღაც მითხრა, ერთი რაღაც არის გასაკეთებელი, ოთხი ადამიანი არის მოსაკლავიო, ამის შემდეგ ბუნტი დაიწყებაო, ჩემი გუნდის წევრებზე მაქვს საუბარიო. მე ვიტყვი, რომ ეს ამათმა გააკეთესო და ხალხს ამის მერე ავაბუნტებო, ერთი ადამიანი მითხრა და სამი ადამიანის სახელს და გვარს მერე მოგაწვდიო. ეს ადამიანები იყვნენ მისი მომხრეები და ისინი, ვინც მის გვერდით იდგნენ“, - განაცხადა კოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






