„იყო მერაბიშვილთან დაპირისპირების ფაქტორი, ლაპარაკობდნენ, რომ თითქოს იყო პიროვნულ დაპირისპირებაზე საუბარი, ვანოს უყვარდა რაღაც თემებში ჩარევა, არ იცოდა მან გარკვეული თემები, ამაზე გვქონდა ჩვენ კამათი, ამის გამო მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი სამსახურიდან, მქონდა პატაკი დაწერილი, რაზეც უარი მითხრეს, ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ ღონისძიების შესრულებაში, როდესაც ასეთი მაღალჩინოსანი ვარ დაპირისპირებული მინისტრთან, ამან განაპირობა ჩემი ვითომ გადაბირება.
მე პიროვნებასთან არ ვიყავი დაპირისპირებული, არავითარი პრობლემა არ მქონია, მე ამ საქმეზეც ჩემი კონკრეტული ხედვა მქონდა, მე ბოლომდე ვთვლი, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა მისულიყო.
იყვნენ ადამიანები, ვინც ეს კამათი იცოდა, არასწორი კუთხით იცოდნენ, აქედან გამომდინარე მივიდა პატარკაციშვილამდეც ამბვავი, რომ შეიძლებოდა ჩემი გადმობირება, რაშიც დიდი შეცდომა დაუშვეს“, - განაცხადა კოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






