საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბაქოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშრებით კომენტარს აკეთებეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსგავსი სიტუაცია საქართველოს რთულ მდგომარეობაში აყენებს და ქვეყანამ წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს:
„რაც შეეხება აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებს. ის, რომ პროვოკაცია მოაწყვეს გუშინ ბაქოში, თავისთავად ეს არის აღმაშფოთებელი, მაგრამ ეს არ არის ცალკე აღებული იმდენად შემაშფოთებელი, როგორც საერთო კონტექსტი, რომელიც ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანთან, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან.
აზერბაიჯანმა ნახევარი ქვეყანა გათიშა, როდესაც საქართველოში რუსეთმა გაგვითიშა დენი და გაზი და აზერბაიჯანის მეშვეობით გადავრჩით მთელი ეს პერიოდი. აზერბაიჯანი დაგვეხმარა რამდენიმეჯერ ისე, რომ ვერც მოვყვები ამას ჯერჯერობით. უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ის, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ რუსული პროვოკაციის პოლიგონად აქციეს საქართველო, ის, რომ თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ საქართველოში და პრეზიდენტთან შეხვედრა ჰქონდათ, არცერთი ქართველი მინისტრი არ მივიდა, ეს ხომ ყველანაირ ენაზე არის შეურაცხყოფა.
ის, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა სპეცსამსახურებმა ქართველ დეპუტატებს მოუწყვეს პროვოკაცია, გადაახტნენ თავზე აზერბაიჯანელებს და ის, რომ ბოლო წლები და თვეები ივანიშვილი ცდილობს, აზერბაიჯანის უწყებებს თავზე დაასვას თავისი ახლო ნათესავი ვინმე უჩა. შევიქმენით წარმოუდგენელი პრობლემები აზერბაიჯანთან, სერიოზული საკითხებია თურქეთთან ურთიერთობებში, ვის ამარდ ვრჩებით? ვის ინტერესებში შედის ეს თამაში? 1921 წელს საქართველო სრულიად მარტო დარჩა, მე არ მინდა და ამას ვერავინ გააკეთებს რომ 21-ე საუკუნეში იგივე სისულელეები გავიმეოროთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






