საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მის სასამართლო პროცესს ეხმაურება. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით „ვლადიმერ პუტინი აგვისტოს ომის წლისთავისთვის ამაზე მეტ საჩუქარს ვერ მიირებდა“:
„რუსეთს და მასთან დაახლოებულ პირებს, როგორც ჩანს ყველაფრის კეთება უყვართ ივლის-აგვისტოში, როცა დასავლეთის პოლიტიკოსები როგორც წესი შვებულებას იღებენ, მიუხედავდ იმისა, რომ ზაფხულია დღეს დილით დამირეკა ორმა სენატორმა, ორი ევროპული ქვეყნის ლიდერმა, ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს მიღეწევებზე საუბრის ნაცვლად, მიხდება ერთი რუსი ოლიგარქის აკვიატებებზე და ბოღმაზე და მისი ინტერესები მთლიანად დაემთხვა ამ შემთხვევაში პუტინის ინტერესებს.
ივანიშვილი არის „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი აქციონერი, აგვისტოს ომის წლისთავის წინ უფრო სასურველ საჩუქარს პუტინი ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა გასცეს ჩემი დაპატიმრების ბრძანება. მე პირველად დამაპატიმრება საბჭოთა კავშირის „კგბ“-მ, პირველ კურსზე, პოლიტიკური საქმიანობისთვის და მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა. შემდეგ იანუკოვიჩმა გამომაცხადა პერსონა ნონ-გრანტად, გასული წლის დეკემბერში და იანუკოვიჩი იქცა საერთაშორისო ძებნილად, პუტინი ითხოვს ჩემს მოკვლას ან დაპატიმრებას და პუტინს მთლად კარგად არ აქვს საქმე.
ის ხალხი ვინც ჩემი დაკავების ბრძანება გასცა და მოაწერა ხელი, მე ვფიქრობ გარდა იმისა, რომ ეს იქნება ერთერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელის აქართველოს ისტორიაში, მათაც ისევე მოევლებთა, როგორც იანუკოვიჩს და სხვებს, მე მსურ შეიქმნა იურისტების ჯგუფი, რომლებიც შექმნის დოკუმენტებს, იმათზე ვინც გასცა ეს ბრძანება, მოსამართლეებზე, ვინც ხელი მოაწერა, ჩვენ ეს არ უნდა დაგვჭირდეს შურისძიებისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში გარკვეული ქმედბებეი სამართლებრივი განხორციელდა მათ მიმართ, ვინც ლუცენკო, ტიმოშენკო და სხვებიც უკანონოდ დააკავეს.
მე არ ვაპირებ გამოვცხადდე გაზპრომის აქციონერის პროკურატორის მიერ დაბარებაზე, მაგარმ ყოველთვის ვიქნები ძალიან შორს, მაგრამ ვიქნები ძალიან ახლოს, როდესაც ქართველი ხალხი მომიხმობს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






