ერეკლე კოდუას განცხადებით, საუბარი მასსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა და ამ საუბრის სრული ჩანაწერი პროკურატურაში დევს. სოდის ყოფილი უფროსის განმარტებით, პროკურატურამ უნდა გამოაქვეყნოს აღნიშნული ჩანაწერის სრული ვერსია.
ერეკლე კოდუა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში იხსენებს ლონდონის ოპერაციის ტექნიკურ დეტალებსაც:
„რომ ჩავედით, მივედი სასტუმროში, სადაც მოხდა ამ აპარატის ფეხსაცმლის ქუსლში დამონტაჟება, ფეხსაცმელს ჰქონდა რკინის დეტალები, იმიტომ, რომ ვიცოდი ვინმე შეგვამოწმებდა. შესამოწმებელი აპარატი რკინაზე ყვირის, ვიდეომასალა არის, მანქანიდან ჩამოვდივართ, გვხვდება სამი ადამიანი, შიგნითაც სამი ადამიანი იყო, შემოწმება 5 წუთი გაგრძელდა, შეხვედრა ორ საათზე დიდხანს მიდიოდა, ბადრი შეეხო სხვადასხვა საკითხებს, ისაუბრა პუტინზე, თავის ოჯახზე. პუტინზე ილაპარაკა, რომ 20 წლის წინ იცნობდა, ფულს უხდიდა, აჭმევდა, როგორი დაუნახავია, თავად მიუძღვის დიდი წვლილი, პრეზიდენტი რომ გახდა, ცუდად მოიხსენიებდა, ამ საქმეზე კი დაახლოებით 40-45 წუთი ვისაუბრეთ“, - განაცხადა კოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






