საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
ბოკერიას განცხადებით „მნიშვნელოვანია ის, გაუძლებს თუ ვერ გაუძლებს მოსამართლე მთავრობისა და ხელისუფლების წნეხს“:
„ჩვენ გვყავს ოლიგარქ ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობა, რომელიც თანმიმდევრულია რამდენიმე საკითხში, ერთი არის სრული უნიათობა, გარდა პრემიების დარიგებისა საკუთარი თავისთვის, მეორე არის საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების დევნა, შურისძეიება და საკუთარი ქვეყნის დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება.
მნიშვნელოვანია ის, გაუძლებს თუ ვერ გაუძლებს მოსამართლე მთავრობისა და ხელისუფლების წნეხს. ამ პროცესზეც კი იჩქარეს იმისათვის, რომ ადვოკატები ვერ მომზადებულიყვნენ, საზოგადოებისთვის დასწრების უფლება არ მიეცათ.
მე არ მისაუბრია მიხეილ სააკაშვილთან, ალბათ ინფორმირებულია, მაგრამ ეს დეტალი არაფერს არ ცვლის, პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება არაფრის კეთებას არ აპირებს, გარდა საშიში და ზიანის მომტანი გადაწყვეტილებების მიღებისა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






