აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება
პოლიტიკა - 17:00, 01 Aug, 2014     1580

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება


მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში დანიშნულია ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები. საერთაშორისო თანამეგობრობა, მთელი ცივილიზებული სამყარო დღემდე არ აღიარებდა და არც არასდროს აღიარებს მსგავს „არჩევნებს’’, ვინაიდან ამ აქტის მიზანია აფხაზეთში ბარბაროსული მეთოდებით ადრე ჩატარებული და პერმანენტულად დღემდე მიმდინარე ეთნოწმენდის შემაძრწუნებელი შედეგების დაკანონება. მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესთან, მოსახლეობის ნების გამოხატვასთან. დაზუსტებული მონაცემებით, აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის 73%, რომლის უმეტესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ, საკუთარი სახლებიდან დევნილია და არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს. ცხადია, ასეთ პირობებში ლეგიტიმური არჩევნები ვერ ჩატარდება.


ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ელემენტარული სამართლებრივი ნორმების დარღვევით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ამასწინათ გადადგმული მორიგი უკიდურესად დისკრიმინაციული, ანტიჰუმანური ნაბიჯი. მხედველობაში გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის, მოგონილი საბაბით, დე - ფაქტო არჩევნებში, შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა. ამის პარალელურად, მიმდინარე წლის 21 ივლისს აფხაზეთის უკანონო პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილებით „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას’’ უცხოეთში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური აფხაზებისთვის „საარჩევნო’’ უბნების გახსნის უფლება მისცა. ასეთი უბნების გახსნა, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ რიგში, გათვალისწინებულია ოკუპანტი ქვეყნის ქალაქებში მოსკოვსა და ჩერქესკში. ერთი უბნის გახსნა იგეგმება აგრეთვე თურქეთის დედაქალაქ სტამბულშიც.


ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გამოთქვამს თავის ღრმა შეშფოთებას. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ზომას მიმართავს საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის დე - ფაქტო საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ერთ - ერთი წამყვანი, დემოკრატიული ღირებულებების ერთგული და ჩვენი მეგობარი თურქეთის სახელმწიფო ამჯერადაც იხელმძღვანელებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით, კვლავაც უერთგულებს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ტრადიციული კეთილმეზობლობის პრინციპებს და არ დაუშვებს საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახველი საარჩევნო ფარსის მის ტერიტორიაზე ჩატარებას.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42