საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატო-ს უელსის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ლევან დოლიძე.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში.
მასალის გამოყენების პირობები






