ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. „ნიუპოსტთან“ საუბრისას, შარაშენიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები სისტემატიურ ხასიათს იღებს და ეს ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის, აქ კი შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური ძალების სურვილი იკვეთებოდეს, საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული პარტნიორები აზერბაიჯანისა და თურქეთის სახით:
„მე მაშინებს ის, რომ სისტემატურ ხასიათს იღებს, რაც მიმართულია აზერბაიჯანის გასაღიზიანებისკენ. შეიძლება ვიღაცას, რაღაც პოლიტიკურ ძალებს სურთ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება, ისედაც არ არის კარგი ურთიერთობა ჩვენსა და აზრებაიჯანს შორის და ვიღაცები მიზანმიმართულად ცდილობენ, კიდევ უფრო დაძაბონ ურთიერთობა, ეს საქართველოს, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს არ მოუტანს.
სხვა თუ არაფერი, აზერბაიჯანის გაზი არის ჩვენი გადამრჩენელი, გარეანტი იმისა, რომ „გაზპრომი“ არ გაგვიძვირებს გაზს და არ დაიწყებს ჩვენით თამაშს, როგორც ეთამაშება ნახევარ ევროპას. ეს უნდა შედიოდეს იმათ ინტერესებში, ვისაც სურს გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს ორ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ვიზეც ჩამოკიდებულები ვართ, ამ პარტნიორობის ალტერნატივა არის რუსეთი და ეს არი ძალიან სამწუხარო. ამას პასუხი უნდა გასცეს ვინმემ. როცა ქვეყანაში გვყავს ორი უშიშროების საბჭო თავისი აპარატით, ამაზე უნდა იმსჯელონ ძალიან სერიოზულად.“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






