აბაშიძე: "რუსეთთან ვივაჭრებთ ისე, როგორც ყველა ვაჭრობს“
პოლიტიკა - 14:21, 01 Aug, 2014     1626
"რუსეთთან ვივაჭრებთ ისე, როგორც ყველა ვაჭრობს“ - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ გაკეთა დ აღნიშნა, რომ გრიგორი კარასინთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შეწყვეტაზე საუბარი გუშინ ჰქონდა.

აბაშიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რა ვადებში გეგმავს რუსეთი ამ შეთანხმების შეწყვეტას.

ზურაბ აბაშიძე იმასაც აღნიშნავს, რომ რომ რუსულ მხარესთან კონსულტაციები იქნება და უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თუ როგორ გეგმავს რუსეთი სამართლებრივი თვალსაზრისით ამ შეთანხმების შეჩერებას.

„აქ საუბარია 1994 წლის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შეჩერებაზე. გვექნება კონსულტაციები და შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ფიქრობს რუსეთის მხარე, უპირველესად სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე რა ვადაში, ამ შეთანხმების შეწყვეტას. კონტაქტი გვქონდა, უკვე ვესაუბრე ჩემს რუს კოლეგას და ალბათ, ახლო მომავალში იქნება სრული წარმოდგენა რა და როგორ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებული ნამდვილად არაფერია. თუკი რაღაც პრობლემა იქნება ჩვენი კომპანიებისთვის, ვეცდებით ამის მინიმალიზირება მოხდეს, ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები გაგებით ეკიდებიან. საერთო ჯამში, არმგონია, რომ ამან ჩვენი ვაჭრობა სერიოზულად დააზიანოს“, - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე განცხადებით, ის ქვეყნები, ვინც საბაჟო კავშირში რჩებიან, რუსეთი მათთვის თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს შეინარჩუნებს.

„ყველა სხვა ქვეყნისთვის კი ვაჭრობა იქნება მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების მიხედვით. ასე რომ, რუსეთთან ვივაჭრებთ ისე, როგორც ყველა ვაჭრობს“, - განაცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42