დღეს უკრაინა, მალე კი ისევ საქართველო - მუხრან ბურჭულაძე
პოლიტიკა - 14:09, 01 Aug, 2014     3063

უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს რეფორმების პროცესი, კერძოდ კი იუსტიციის სახლების ფორმირება და თანამედროვე გამოცდილების გაზიარება საჯარო რეესტრის მუშაობაში, ,,ნიუპოსტი“ უკრაინაში რეფორმებზე მომუშავე ქართული ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“- თავმჯდომარეს მუხრან ბურჭულაძეს ესაურბრა, რომელიც ამავდროულად უკრაინაში მარეგისტრირებელი სისტემების საკითხების ექსპერტია.

_რამდენადაც ცნობილია, უკრაინაში თქვენ იმ ჯგუფთან ერთად იმყოფებით, რომელიც კიევში იუსტიციის სახლის ფორმირებაში ეხმარებიან უკრაინელ კოლეგებს, რა ეტაპზეა თქვენი მუშაობა?

_კიევში სულ ახლახან ახალი სარეგისტრაციო ოფისი გავხსენით, აქ ფაქტობრივად ქართული კონცეფციაა რეალიზებული, სადაც ძირითადი ყურადღება მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ეთმობა. მომსახურების ამ სახით მიღება დღეს მხოლოდ კიევის მოსახლეობისთვისაა შესაძლებელი, თუმცა ეს რეფორმის საწყისი ეტაპია და ბუნებრივია მომავალში სისტემური ცვლილებები მთელი ქვეყის მასშტაბით გავრცელდება. ძნელი გადმოსაცემია ის განცდა, რომელიც ახალ სარეგისტრაციო სამსახურში მოქალაქეებს ეუფლებათ, ისინი ყოველგვარი გართულებებისა და ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე ახერხებენ მათთვის სასურველი სერვისის მიღებას, აქ ვერავინ შევა ურთიერთობაში საკუთარი დოკუმენტაციის განმხილველ მოხელესთან და მათ თავად ორგანო უწევს მომსახურებას. ჩვენი კონცეფციის თანახმად ყოვლად წარმოუდგენელია კორუფციას გასაქანი მიეცეს.

_ზოგადად როგორ მიდის რეფორმების პროცესი, რამდენად არის საზოგადოება მზად იმისათვის, რომ თუნდაც მტკივნეული რეფორმების ფასად ქვეყანა განვითარების ევროპულ რელსებზე გადავიდეს?

_როგორ გითხრათ, არის უმნიშვნელო უარყოფითი განწყობებიც, თუმცა ეს არაა ცალკე აღებული ადამიანების ბრალი, საზოგადოება სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკური სისტემის ნაწილია და რთულია სხეულის ცალკეული სეგმენტი განვიხილოთ დასნებოვნებულად. აქ საჭიროა სისტემური ცვლილებების გატარება რაც სახელმწიფოსა და საზოგადოებას არსებითად შეცვლის. უმთავრესი მიზანი ხალხის ნდობის მოპოვებაა, მათ სახელმწიფო ხალხის მიზნების თავისუფლად რეალიზების პლათფორმად და ხელისუფლება მათი ინტერესების გამომხატველად უნდა აღიქვან. ადამიანი ვერ გენდობათ, როდესაც თქვენ მას კანონით დაკისრებულ სამსახურს, პირადი სარგებლის ფასად გაუწევთ, ამისათვის კი აუცილებელია კარდინალური ცვლილებები ყველა დონეზე. არიან გარკვეული წრეები ალბათ ვინც რეალური ცვლილებების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, ასეთები საქართველოშიც გვეხვდებოდნენ წლების წინ, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ რომ ქრთამის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.

მაგალითდ მარეგისტრირებელ ორგანოში აქამდე არ არსებობდა გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება, რაც მოქალაქეებს დაეხმარებოდა ადგილზე გადაეჭრათ მათთვის მტკივნეული საკითხი, ხალხი იძულებულია საკუთარი ინტერესების დასაცავად თვეების მანძილზე სასამართლოში იდაოს, ახლო მომავალში კი ისინი უკვე შეძლებენ პრობლემები გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოშივე გაასაჩივრონ და სასურველ შედეგს მიაღწიონ.

მძიმე საყურებელია საათობით რიგში მდგომი მოქალაქეების ტანჯვა - ეს თავად გამოვცადეთ. ერთ-ერთ სარეგისტრაციო სამსახურში დილის შვიდი საათიდან „ცოცხალ რიგში“ ჩავდექით. ამას რიგის მარეგულირებელი სიაც დაერთო, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ის გახლდათ, რომ სამუშაო დღის დასასრულს სულ მერვე ადამიანმა შეძლო განცხადების ჩაბარება. ამ ყველაფერმა ათი წლის წინანდელი საქართველო გამახსენა. კარგად მესმის თუ რა ახარებს უკრაინელ ხალხს როდესაც ქართულ რეფორმებზე სიახლეს ისმენს.

_თუმცა უკრაინა დიდი სირთულეების წინაშე დგას, ქვეყანა ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია და შესაბამისად, ალბათ ეს გავლენას სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც იქონიებს?

_მართალია სახელმწიფო დიდი პრობლემების წინაშე დგას და ამ ევროპელ ხალხს დიდი გამოცდა ელის - თუ როგორ გაუმკლავდება ის ქვეყნის გარე და შიდა გამოწვევებს ერთდროულად, მაგრამ მხოლოდ გარე ფაქტორებზე კონცენტრირება სახელმწიფოს დაასუსტებს.

_გულისხმობთ იმას, რომ თანადროულად ქვეყნის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს საჭირო რეფორმები?

_დღეისათვის ჩვენს მიერ წარმოდგენილ ახალ სარეგისტრაციო სამსახურში მოქალაქეები განაცხადს ხელით აღარ ავსებენ და დროს ამაში არ კარგავენ, მათი განცხადებები ოპერატორების მიერ ელექტრონულად გენერირდება, ვთავაზობთ კვალიფიციურ კონსულტაციასა და გამარტივებულ მომსახურებას. უახლოეს მომავალში მოქალაქეები ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას ელექტრონულად გაეცნობიან და ინფორმაცია იქნება მათთვის ხელმისაწვდომი. უმთავრესი აქ ინფორმაციის საჯაროობა და ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნაა, რადგან სისტემა იყოს მოქნილი და გამჭირვალე. რატომ უნდა ჩავიდეს მაგალითად კიევის მაცხოვრებელი სხვა რომელიმე კონკრეტულ ქალაქში საკუთარი ქონების დასარეგისტრირებლად, თუ ამის გაკეთების შანსს იქაც მივცემთ სადაც ის იმყოფება. ეს მართალია სიახლეა უკრაინელი მომხმარებლისთვის, მაგრამ ეს სიახლე გახდება მათი ყოველდღიურობა და განავითარებს უძრავი ქონების ბაზარს, დააჩქარებს მისი რეალიზაციის პროცესს, მოიზიდავს ინვესტიციებს და ცხადია გაეზრდებათ შემოსავალი.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საჯარო სექტორის ყველა რგოლთან, მიმდინარეობს კონსულტაციები. მთავარია სტრუქტურაში დასაქმებული ადამიანური რესურსის სწორი მენეჯმენტი. მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა მათგანმა რეფორმის შედეგად მიღებული ახალი სისტემის ნაწილად იგრძნოს თავი და იყოს მოტივირებული, ეს ძალიან ეფექტური მიდგომაა. საქართველოშიც ასევე გახლდათ,- მახსოვს როგორ გვახარებდა ელექტრონული არქივის და ამონაწერის შექმნა ან კანონშემოქმედება. ყველაზე მეტად მაგალითად ის გვახარებდა, როდესაც კანონში ჩვენს დაწერილ მუხლებს ვკითხულობდით - რა უნდა ყოფილიყო განა ამაზე მეტი მოტივატორი ახალბედა მოხელესთვის. ასეა აქაც, საკუთრი თავი მახსენდება როდესაც უკრაინის სარეგისტრაციო სამსახურის იურისტების სახეებს ვუყურებ, ისინი აქტიურად არიან ჩართულები როგორც კანონშემოქმედებით ისე ყველა საჭირო საქმიანობაში და რაც ყველაზე მთავარია მათი უმრავლესობა ახალ სისტემაში საკუთარ თავს ხედავს. ეს კი მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

_გარე საფრთხეებზე რომ ვისაუბროთ, კონკრეტულად კი რუსეთზე, როგორ ფიქრობთ, არის უკრაინა მზად შიდა პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით, გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას?

_ამ ყველაფერს ასე უნდა შევხედოთ, გვერდითი ქარის პირობებში მიზანში მოსახვედრად ჩვენ ვუმიზნებთ არაპირდაპირ. ასეა პოლიტიკაშიც პუტინი ცდილობს კურსი შეგვაცვლევინოს და გზიდან გადაგვიყვანოს, რუსეთისთვის ხომ საკუთარი იმპერიული მიზნების მისაღწევად აუცილებელ ამოცანას მეზობელი ქვეყნების დასუსტება და ინსტიტუციური დესტრუქცია წარმოადგენს, რომ ამ სახელმწიფოებმა ვერ შეძლონ საკუთარი ფუნქციის შენარჩუნება და გახდნენ რუსეთზე დამოკიდებულები. ამას პუტინი პირდაპირი აგრესიით ახორციელებს, ან ცდილობს საკუთარი სახსრებით დააკომპლექტოს მთავრობები. გარკვეულ ქვეყნებში რაღაც დოზით ის ამას აღწევს, მაგრამ ვიტყოდი რომ ფუჭია მისი ცდა, რადგან პროცესებს დიდი ხანია ის აღარ მართავს. ამიტომ უკრაინისთვის გარე საფრთხეებთან გამკლავების პარალელურად, აუცილებელი სისტემის მოდერნიზებასა და კორუფციის დამარცხებაზე კონცენტრირებაა, ეს მას მოკავშირეებს და ინვესტორების ნდობას შემატებს, ასევე კონფლიქტთან გამკლავების საშუალებას მისცემს. ამიტომ მთავრობის საზრუნავი ახლა ახალი სახელმწიფოს შექმნაა, სისტემის არსებითი ცვლილებით. ძალიან მაგარი ხალხია, ისინი მენტალურად მზად არიან მიიღონ სიახლეები, ეს ევროპელი ხალხია და მათ დიდი მომავალი აქვთ.

მთავრობა დაინტერესებული და მოწადინებულიცაა, მაგალითად იუსტიციის მინისტრი ბატონი პავლო პეტრენკო ძალიან მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული ადამიანია, ის აქტიურად განიხილავს თითოეულ დეტალს და საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ეს მის სისტემაში დასაქმებულ ადამიანებსაც აძლიერებს.

_თვითონ სამუშაო პროცესი როგორ მიმდინარეობს, იუსტიციის სახლის რეფორმას ვგულისხმობ, თეორიულ დონეზე უწევთ კონსულტაციებს თუ ეს პრაქტიკულ საქმიანობაშიც გამოიხატება?

_ბუნებრივია ამ საქმეს გუნდურად ვუძღვებით, სამუშაო შეხვედრებისას შესაძლოა ზოგჯერ ვერც კი განგვასხვავოთ რომელია ჩვენს შორის ექსპერტი და რომელი ჩინოვნიკი   . მჯერა სულ მალე უკრაინის მოსახლეობას გავუადვილებთ ცხოვრებას, ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია. უკრაინის წარმატება გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობისთვისაა სასიკეთო, დიდწილად ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზეც აისახება. უკრაინა საქართველოს ყველაზე მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია, გარდა ამისა ჩვენს ქვეყნებს საგარეო პოლიტიკური კურსიც აერთიანებს და ბუნებრივია ეს ჩემთვის და ჩვენი უკრაინულ-ქართული გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმისთვის რომ ბევრი ვიშრომოთ და ყველას გვესმის რომ გასაკეთებელი მართლაც ძალიან ბევრია.

_შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში რეფორმებზე მომუშავე ჯგუფი კმაყოფილია შედეგით, ანუ უკრაინამ მიიღო საქართველოს გამოცდილება და წარმატებითაც?

_რეფორმებზე მუშაობით, გვეძლევა საშუალება რომ არ ამოვვარდეთ ფორმიდან და კიდევ უფრო დიდი გამოცდილებით დავუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას, რომ უფრო მეტი შევძლოთ ვიდრე შევძელით. ან რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ემსახურები და ხალხის ცხოვრებას სასიკეთოდ ცვლი.

პირადად მე პირველ რიგში ჩემი თანაგუნდელების მადლობელი ვარ, ეს ის ადამიანებია ვისთან ერთადაც მომეცა ჩემს ქვეყანაში წლების მანძილზე თვითრეალიზების და ხალხისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთების საშუალება. ბევრი მათგანის ვინაობა თქვენთვის კარგადაა ცნობილი და მომავალში ალბათ მოგეცემათ მათთან გასაუბრების საშუალებაც, მე ვამაყობ ამ ადამიანებით. დღეს ჩვენი ვალი უკრაინისთვის ერთგული და მეგობრული დახმარების გაწევაა, ხვალ საქართველოშიც ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ასე კი ჩვენი ქვეყნების გამარჯვება გარდაუვალია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42