„ვეცდებით, რეკომენდაციები, განსაკუთრებით, რაც დანაშაულების გამოძიებას ეხება, გავითვალისწინოთ“,- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
„ადამიანის უფლებების კომისიასთან გაერო-ში, ჟენევაში, ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არასდროს გამოსულა, მე იქ სიტყვით გამოვედი სხდომაზე მარტში და უმაღლეს კომისართან პილაისთან რამდენიმე შეხვედრაც გავმართე. მე ის საქართველოში მოვიპატიჟე, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ენახა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ და ასევე, მავთულხლართების მიერ შექმნილი მდგომარეობა. კომისარი საქართველოში მაისში იმყოფებოდა და აქედან წავიდა ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ აბსოლუტურად ინფორმირებული. კომიტეტის მიერ დადებულ ანგარიშში ხაზგასმულია ის, რაც ბოლო პერიოდში გაკეთდა, მაგრამ არის ასევე რეკომენდაციები და ერთ-ერთი ეხება სწორედ იმას, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, დროულად უნდა იყოს გამოძიებული და ვინც დამნაშავეა, ყველა უნდა დაისაჯოს, განსაკუთრებით, თუკი ისინი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. ეს საქმეები გამოკვლეულ უნდა იქნას და საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულებზე კომპენსაციები უნდა გაიცეს“,- განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ეს ძალიან ყურადსაღები დოკუმენტია.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






