საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბაქოში მომხდარი ინციდენტი პროვოკაციაა და „ვიღაცას ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობის დაძაბვა სურს“.
„ეს ხდება მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სპორტული ღონისძიება, და ამავე დროს, სპორტის სამინისტროს მოწვევით საქართველოში იმყოფებიან აზერბაიჯანელი ჟურნალისტები. დარწმუნებული ვარ, სპორტის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ დაინახოს, რომ ამ ყველაფრის უკან სახელმწიფო არ დგას. ეს იყო ვიღაცის ინდივიდუალური ქმედება, რომელიც ჩემის აზრით, დადგმული პროვოკაცია იყო. ამას ყველა აუცილებლად უნდა გაემიჯნოს და ასეთი საქციელი აუცილებლად უნდა დაგმოს. აზერბაიჯანსა და ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობაა და ამ ურთიერთობის დაძაბვა ვერ მოხდება. ასეთი პროვოკატორები მიზანს ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






