თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა გაიაზროს და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სამარცხვინო ლაქა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიცილოს.
„მე, როგორც ყოფილ ელჩს გაერო-ში, მქონდა მჭიდრო ურთიერთობა ქვედანაყოფებთან. ნამდვილად სამწუხაროა და ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია, რომ ასეთი შეფასებები გაკეთდა კომიტეტის მხრიდან. როდესაც თუნდაც ციხეში არსებული მდგომარეობის კადრები გავრცელდა. მაშინაც ვთქვი, რომ ეს შეიცავდა ადამიანების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნებს. წამების ფაქტები, რომელიც გამოააშკარავდა, აშკარად შეიცავდა წამების ნიშნებს და ამ ორგანიზაციამ ასეთი შეფასებაც მისცა. მე აუცილებლად მიმაჩნია, გავიაზროთ სახელმწიფომ, მთავრობამ და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს სამარცხვინო ლაქა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიცილოთ და ქვეყანაში ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა ალასანიამ.
მინისტრის თქმით, ანგარიშში საუბარია ომის შემდგომ პერიოდზე, მათ შორის ციხის კადრებზეც და იმაზეც, თუ როგორ ეპყრობოდნენ განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურ თუ სხვა მოწინააღმდეგეებს და ა.შ. – „ბუნებრივია, ეს ყველაფერი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების გამოსასწორებელია“.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






