ბაქოში მომხდარი ინციდენტის დროს ქართველი მომღერალი გიორგი სუხიტაშცილიც სცემეს, რომელიც „ჩიხურას“ საგულშემატკივროდ იყო ჩასული.
სუხიტაშვილი ადასტურებს, რომ არეულობა მატჩის დროს ქართველების მიერ გამოფენილმა ბანერმა გამოიწვია.
„საგულშემატკივროდ იყვნენ ჩამოსულები „ჯვაროსნები“ და „ქართული სპორტის ქომაგები“. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი. „ქართული სპორტის ქომაგების“ ბანერმა, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული. რუკაზე კახი და ზაქათალაც ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა. ამან გამოიწვია დაძაბულობა და არეულობა. ადგილზე სიტუაციის გასანეიტრალებლად მივედი და მეც იმ გულშემატკივრებს შორის აღმოვჩნდი, რომლებიც დასაკავებლად განყოფილებაში მიჰყავდათ“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.
ბაქოში გუშინ გამართული „ნეფთჩისა“ და „ჩიხურას“ მატჩის შემდეგ გუნდის ქომაგებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად დააკავეს 10 ქართველი გულშემატკივარი, მათგან 3 "ქომაგების" წევრი.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






