„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი და მთავროვა ცდილობენ გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნის არსი დაამახინჯონ. ჭიაბერაშვილის თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ რუსეთის დანაშაულზე ისაუბროს, „ისრები ხელისუფლებაზე გადააქვთ“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარები დამახინჯებულად წარმოადგენს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არსს, ეს განსაკუთრებით შეეხება პრემიერ-მინისტრს. იმის ნაცვლად, რომ მათ ისაუბრონ რუსეთზე და ეს შანსი გამოიყენონ ქვეყნის სასარგებლოდ, მათ ისრები გადააქვთ წინა ხელისუფლებაზე. ცდილობენ ომთან მიმართებაში გაკეთებული დასკვნები ისე წარმოაჩინონ, თითქოს აღნიშნული წამება, გაუჩინარება და ქონების განადგურება, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის პერიოდში, ვრცელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში“,- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
პრემიერის თქმით, მართალია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეოთხე პერიოდული ანგარიში წარმოადგენს პირველად დასკვნას, მაგრამ ის საკმაოდ დასაფიქრებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან საუბარია წარსულში ჩადენილ მძიმე დანაშაულებების – ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების მნიშვნელობაზე.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






