ოთოს გარდაცვალებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და რუსთავში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ოთარ გურგენიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
პრემიერის სამძიმრის წერილს ოთარ გურგენიშვილის მეგობარი გამოემხაურა, აღნიშნულ მიმართვას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:
ხოდა დააფასეთ ეს ადამიანი და გააგზავნეთ სამაუწყებლო კომპანიები, გააშუკეთ მისი ცხოვრება, პოეზია. ოთარი სიყვარულის და სიკეთის დიდი გამოვლინება იყო ქართულ საზოგადოებაში. ის გადაასვენეს კახეთში, სოფელ ველისციხეში, მამა-პაპისეულ სახლში, თუმცა მისი მშობლიური ქალაქი რუსთავია. ამჟამად ცხოვრობდა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე. სწავლობდა THE UNIVERSITY OF GEORGIA-ში, პარალელურად მუსშაობდა BANK OF GEORGIA PR & MARKETING ASSISTENT de ALDAGI MARKETING & SALES MANGER-ში, უძღვებოდა პოეტურ საღამოებს და თვითონ პოეტი იყო, იგი იყო პოეტური ორდენის "მეცამეტე თვის პოეტების" წევრი. დაბადებული 1993 წლის 8 იანვარს, გაასვენებენ შაბათს სოფელ ველისციხიდან და დაკრძალავენ, უბრალო, პატარა სასაფლაოზე.
პატივცემულო საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ჩემი თხოვნა თქვენდამი და თქვენი ვალი საქართველოსადმი... ოთარი გურგენიშვილი სათანადოდ დაფასდეს, არა მხოლოდ მისი გმირობისათვის, არამედ როგორც, პერსონა (ადამიანი). მან ძალზედ ახალგაზრდამ მოახერხა ჩვენში დამკვიდრება, თუმცა მრავალი ადამიანი არ იცნობდა ოთოს, იგი 21 წლის ასაკში ტრაგიკულად დააკლდა საქართველოს და მის მომავალს.
P.S. გაგზავნეთ ტელევიზიები და დააფიქსირეთ ისტორიული მასალა. იქნება რამე დადებითი აზრიც დაგებადოთ ბატონო ირაკლი... თუმცა გაწბილებული ვარ თქვენგან.“,- ნათქვამია მიმართავში.
„გმირულად დაღუპული ახალგაზრდა - ოთარ გურგენიშვილი ნამდვილად იმსახურებს ჯეროვან დაფასებას და სახელის უკვდავყოფას. მე ქედს ვიხრი მის წინაშე, მისი ოჯახის წინაშე და მიმაჩნია, რომ ჩვენ სათანადო პატივი უნდა მივაგოთ მას სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის”, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
ოთო გურგენაშვილი, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა. თვითმხილველთა თქმით, მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა.შემთხვევის ადგილზე შეგროვილი ხალხი ერთხმად ამბობდა, რომ ახალგაზრდა ოთო გურგენაშვილი მეგობარ გოგონასთან ერთად გზას კვეთდა და დაინახა, რომ ბავშვს მანქანა ეჯახებოდა. მან ბავშვს ხელი ჰკრა და ამ დროს სწრაფად მომავალი "მინივენი" მას დაეჯახა. გურგენიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






