მინისტრი მიიჩნევს, რომ კანონი შურისძიების იარაღად ნამდვილად არ უნდა იქცეს.
ფანჯიკიძის თქმით, ყველა განცხადებაში, რომელიც ამ მიმართულებით გაკეთდა, პროცესის გამჭირვალეობაზეა საუბარი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მსგავს პროცესს საერთაშოირსო ექსპერტები აკვირდებიან და აფასებენ.
“ყველა განცხადებაში, რომელიც ამ მიმართულებით გაკეთდა, აღნიშნულია, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე, სამართლიანი, გამოძიება კი უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს და ეს ასეც იქნება. ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენს პარტნიორებს მოვახსენებთ. ყველა პროცესი, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა, გამჭირვალე იყო, მას ესწრებოდნენ და აფასებდნენ საერთაშორისო ექსპერტები. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში ჩამოსულები არიან ძალიან სერიოზული, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები. ისინი საბოლოო დასკვნას დადებენ, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესები”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






