საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სექტორში მუშაობის 09:00 საათზე დაწყების ინიციატივით გამოდის.
პრემიერმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, აღნიშნული ინიციატივა განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.
“დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობა იწყება 10:00 საათზე, გამოვდივარ ინიციატივით, სამუშაო საათები დაიწყოს 09:00 საათზე, რადგან მიმაჩნია, რომ 10:00 საათი არის გვიან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა განმარტა, რომ ეს ინიციატივა არ ეხებათ უწყებებს, რომლებსაც განსაკუთრებული რეჟიმი აქვთ. ესენია - შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი და სასჯელაღსრულება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, აღნიშნული ინიციატივა განიხილონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა საჯარო უწყებებში მოხდეს მუშაობის უფრო ადრე დაწყება.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






