ღარიბაშვილმა გაეროს პერიოდული ანგარიშის შესახებ განცხადება გააკეთა
პოლიტიკა - 09:45, 01 Aug, 2014     1520
გაეროს პირდაპირი რეკომენდაცია და მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, მართალია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეოთხე პერიოდული ანგარიში წარმოადგენს პირველად დასკვნას, მაგრამ ის საკმაოდ დასაფიქრებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან საუბარია წარსულში ჩადენილ მძიმე დანაშაულებების – ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების მნიშვნელობაზე.

„გაეროს პირდაპირი რეკომენდაციაა და მოწოდება, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი. როგორც მათ პირველად დასკვნაშია აღნიშნული, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს. იქ საუბარი არის ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, ქონების დატაცება და მრავალი სხვა... ეს არის მართლაც დასაფიქრებელი ჩვენი მთავრობისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. პროცესი არის ღია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთონ ამ პროცესში. მით უმეტეს, რომ საუბარია მძიმე დანაშაულებების გამოძიებაზე და ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველყობთ პროცესების გამჭვირვალობას და გახსნილობას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42