„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის
პოლიტიკა - 20:10, 31 Jul, 2014     1263
საქართველოს პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაცია-ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად შესატანი ცვლილებათა პაკეთი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაციის უზრუნველსაყოფად ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილი იქნება ახალი (LTE) მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დასანერგად გასცეს შესაბამისი ლიცენზიები. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მომხმარებლებისთვის ახალი ხარისხიანი და ინოვაციური მობილური (ინტერნეტი) ფართოზოლოვანი მომსახურებების დანერგვას. ასევე, დაგეგმილი ცვლილებები ქვეყანას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტიანად გამოიყენოს რადიოსოხშირული რესურსი, ხელი შეუწყოს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. მძაფრი კონკურენციის პირობებში კი მომხმარებელი ყველაზე ადექვატურ ფასად იღებს მომსახურებას.

საკანონმდებლო ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების ხელმოწერით, რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება ეტაპობრივად უზრუნველყოს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის ფარგლებში არსებულ მარეგულირებელ ნორმებთან. კანონის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს „რიდიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას“, რითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ქსელების ურთიერთთავსებადობის ხელშეწყობაც მოხდება.

იცვლება დღეს მოქმედი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელების რეჟიმიც. რადიოსიხშირული რესურსით სარეგბლობის ლიცენზიები, დღეს მოქმედი კანონის რედაქციით, ათი წლის ვადით გაიცემოდა და შემდეგ, მუდმივად ოპერატორის სურვილის შემთხვევაში ათ-ათი წლით გრძელდებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებების თანახმად, ჰარმონიზებულ დიაპაზონებზე მომავალში არ გავრცელდება ლიცენზიების ავტომატურად გაგრძელების რეგულაცია. აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ მობილური მომსახურებებისთვის გაცემული ყველა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია დაექვემდებარება მოდიფიცირებას, ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვრება მომდევნო თხუთმეტი წელი (ერთჯერადად), ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ რადიოსიხშირული რესურსი აუქციონის წესით გაიყიდება. ასევე, მობილური ბაზრის არსებულ მონაწილეებს, მომავალზე ორიენტირებული და განჭრვეტადი საინვესტიციო გარემოს შექმნის მიზნით, უფლება ექნებათ მათ სარგებლობაში არსებული ლიცენზიების მოდიფიცირება მოითხოვონ ლიცენზიით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსზე სრულად, მხოლოდ ნაწილზე ან/და საკუთარი ბიზნეს გეგმების შესაბამისად, გადაწყვიტონ ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაუქმება.

ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, კომისია მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზარზე მაქსიმალური კონკურენციის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი ხდება ერთი კომპანიის მიერ რადიოსიხშირული რესურსის ფლობის ახალი მაქსიმალური ზღვარი დაადგინოს, რითაც გამოირიცხება მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების სეგმენტზე დომინანტი იურიდიული პირების ჩამოყალიბება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს და მობილური უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურებებისთვის განკუთვნილი სიხშირეების ერთი მეგაჰერცის ღირებულების დადგენის მიზნით საკონსულტაციო მომსახურებას შეისყიდის. ევროკავშირის სივრცეში აღიარებული ერთი მეგაჰერცის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია გამოყენებული იქნება როგორც ახალი ლიცენზიების გაცემის დროს საწყისი ღირებულების დადგენისთვის, ასევე უკვე გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების (ერთჯერადად) მოქმედების ვადი გაგრძელების დროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42