მალხაზ პატარაია მამუკა არეშიძეს: - "მამუკა, სერგო ორჯონიკიძე მოკვდა!"
პოლიტიკა - 19:22, 31 Jul, 2014     5254
მამუკა, სერგო ორჯონიკიძე მოკვდა!


"არ ვაპირებდი კიდევ რაიმის თქმას საჯარო ბიბლიოთეკაში მომხდარზე მიუხედავად იმისა, რომ არეშიძე აწრიალებულია და ორგან უკვე ძალიან ეცადა თავი ემართლებინა იმ მძიმე ბრალდებებზე, რომელიც წავუყენეთ. მეტად უსუსურად გამოუვიდა გასულ კვირას ეს ,,ქრონიკა+“ და ,,ნიუს.ჯის“ გვერდებზე, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც გამოვხმაურებოდი მის ბნედებს, რადგან არ ჩათვალოს რომ დაგვავიწყდა. გარდა ამისა, მისი პატრონები ასეთ დუმილს უკანდახევად და სისუსტედ აღიქვამენ ხოლმე, კიდევ უფრო თავხედდებიან და ასევე გაწვრთნიდნენ ერთგულ შეგირდს.


პასუხი ნაწილობრივ იმანაც დამიგვიანა, რომ ვფიქრობდი, თავად კორესპონდენტები დამიკავშირდებოდნენ. საკმაოდ დიდი პერიოდი მაქვს გატარებული ჟურნალისტიკაში საბჭოთა დროის თვითგამოცემებიდან აფხაზეთის ტელევიზიამდე და შემდეგაც. განსაკუთრებულ პატივს ვცემ ამ გილდიის წევრებს და პრინციპებს, მაგრამ ვერაფრით გამიგია, რატომ დაირღვა ამ შემთხვევაში უმთავრესი და ელემენტარული წესი: ერთი ფაქტი-ორი წყარო. თანაც, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ,,მძიმეწონოსანი“ კაპიტულანტ-კოლაბორაციონისტის გამო.


ახლახან წავიკითხე ევროპის წამყვანი გამოცემების რედაქტორების ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს სოლიდარული, მტკიცე და მკაცრი პასუხი გასცენ პუტინს მისი ბოროტმოქმედებებისათვის. იქვე მათ საკუთარ დანიშნულებაზეც ილაპარაკეს, რომ უნდა იყონ ფხიზლად, როგორც თანამედროვე ,,კაპიტოლიუმის ბატები“, არ მიიღონ კონფორმიზმი, ისაუბრონ ნათლად, მტკიცედ და ეხლავე.


სამწუხაროდ, ქართულ პრესაზე ამას ვერ ვიტყვით, განსაკუთრებით ტელემედიაზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ყველასათვის ცნობილია არეშიძის შავბნელი აზრები, საყოველთაო ოსტრაკიზმის ნაცვლად ,,შადიმანისთვის“ ყველგან ყველა კარი ხსნილია. უთოს ჩართავ და იქაც გამოგეცხადება ყველაფრისა და ყოვლისმცოდნე ექსპერტად, რომელიც არ არის და არც არასოდეს ყოფილა. თანაც, უწიგნურობაშიც ადანაშაულებს ჟურნალისტებს. როგორც იქნა აღიარა, რომ სწორად ვხმარობდი მისი მიმართ ამ სიტყვას ბრჭყალებში, არ არის ექსპერტი, მაგრამ ეს ჟურნალისტებს გადააბრალა, მათ მომიგონესო. არეშიძის აღზევებისთვის პასუხისმგებლობა მედიასაც ეკისრება, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თქვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ და ასეთების მიმართ დაძლიეთ ადრინდელი სტერეოტიპები, იყავით ფხიზლად, მტკიცედ და ისაუბრეთ სიმართლე ეხლავე!


ჩვენი დაპყრობილი ტერიტორიების შესახებ არეშიძის ბოროტი და უღმერთო აზრების თაობაზე საკმარისად ვთქვით ხსენებულ კონფერენციაზე, მოძრაობა ,,დაბრუნების“ შემდგომ განცხადებებში და შესაბამისადაც შევაფასეთ მისი ქმედებებიც. ამჯერად, ვპასუხობ მხოლოდ იმ ვითომ არგუმენტებს, რომელსაც ის იშველიებს თავის მართლებისას.


ტყუილია, რომ თურმე მისალმების თქმა არ აცალეს და მაშინათვე მიაყენეს შეურაცხყოფა. კონფერენციის დაწყებამდე მან უკვე მოასწრო გაკეკლუცებოდა ჟურნალისტებს და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუც მისცა. ჩვენი დემარში მოჰყვა მასპინძელი ორგანიზაციის წარმომადგენლის მისალმებას, დღის წესრიგის, მონაწილეების, მათ შორის, მომხსენებლების წარდგენას. წამყვანს ვთხოვე დღის წესრიგთან დაკავშირებით შეკითხვის უფლება, რაც მან მოგვცა, გავაცანი მონაწილეებს თავი, როგორც მოძრაობა ,,დაბრუნების“ წარმომადგენელი და მასვე ვკითხე, თუ რა ნიშნით შეირჩა მთავარ მომხსენებლად სუბიექტი, რომელიც მის ხელმარცხნივ იჯდა. თანაც, დავაყოლე, რომ ის წლების განმავლობაში ეწევა ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს, ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს იმით, რომ მოითხოვს აფხაზეთის დამოუკიდებოლობას და ეხლა კონფერენციის მონაწილეები სურს გახადოს ამ დანაშაულის თანამონაწილედ-მეთქი.


,,ექსპერტ“ არეშიძეს ადრე უფრო მკაცრი და მრავალრიცხოვანი შეფასებები მიუღია თავისი ,,მოღვაწეობისათვის“ საჯაროდ როგორც ჩვენგან, ისე სხვებისგანაც,რომელსაც არ პასუხობდა ან თუ პასუხობდა, საკმაოდ უკბილოდ და უღიმღამოდ. ასე, რომ ისეთი ახალი მის მიმართ არაფერი თქმულა, რაც არსოდეს გაუგია საკუთარ პერსონაზე და აქ რაიმე აფექტზე ლაპარაკი ზედმეტია. დარბაზში მის წაღმა-უკუღმა სირბილს და ლანძღვა-მუქარას სხვა მიზეზი აქვს. ის იქცეოდა იმ ქურდივით, რომელსაც დანაშაულზე წაასწრეს და საკუთარი უმაკოების დასამტკიცებლად აქეთ გადმიდის შეტევაზე. გარდა ამისა, ჩემთან ერთად დარბაზში ჩვენი ორგანიზაციის კიდევ სამი წევრი იყო - სოხუმის უნივერსიტეტი პროფესორები: ელგუჯა ქავთარაძე, მამული ბერია და დაზმირ ჯოჯუა. ჩვენ მას არ მივეცით დავალების შესრულების შესაძლებლობა და სასჯელის შიშმა აჭრა, დააკარგვინა წონასწორობა და გონება. თუმცა, არც დებოშის ატეხვისათვის გადაუსვამენ ალბათ თავზე ხელს.


საერთოდ, ჩეკისტისათვის სკანდალისტობა საუკეთესო მახასიათებელი არ უნდა იყოს. ის, პირიქით, ხაზგასმულად თავაზიანად, სანდომიანად და კომუნიკაბელურად უნდა გამოიყურებოდეს. ეს წესები ჩვენმა სუბიექტმა, ალბათ, კარგად იცის. თუმცა, ამ შემთხვევაში სერიოზული იაღლიში მოუვიდა და ინსტრუქცია დაარღვია. არ ვიცი რას აპირებდა, გარეთ რომ გვიწვევდა, საქმის გარჩევას თუ პატრულის თავზე დაყენებას, მაგრამ ჩვენი გაუსვლელობის მიზეზი ეს არ იყო. უბრალოდ, კონფერენცია გაგრძელდა, უკვე სხვა მიმართულებით, ბევრი კითხვა დაგვისვეს, ყველას ყველაფერი ავუხსენით და კარგადაც მიხვდნენ, თუ რა შარში ახვევდნენ მონაწილეებს არეშიძე და აფხაზეთის მთავრობა.


ამასთან, ვერც მუშტი-კრივს გავუმართავდი, საითქენაც გვიბიძგებდა თავისი უგნურებით. მარხვის დღეები იყო მაშინ. ისედაც, საკმაოდ ხანდაზმულია, 57 წლისაა, უფრო მეტზეც გამოიყურება და ბერიკაცზე შეხება რა დიდი ვაჟკაცობაა. თანაც სერგო ორჯონიკიძისაგან ლანძღვა და გადასახლებით დამუქრება უფრო პატივი და კომპლიმენტია, ვიდრე წყენა. თუმცა, მან საკადრისი პასუხი იქვე მიიღო, არა ჩვენი შეურაცხყოფის, არამედ ქვეყნის ღალატისათვის. სხვა დანარჩენი გაგვიჭირდა, მაგრამ მოვითმინეთ. ერთხელ ვთქვით და კიდევ ვიმეორებთ: ჩვენი მხრიდან ეს არ იყო რაიმე პირადული კინკლაობა თუ, როგორც არეშიძე ამბობს, თავის გამოჩენის სურვილი. ეს იყო მოძრაობა ,,დაბრუნების“ აქცია ანტიკოლაბორაციონისტული ღონისძიებების საერთო ფარგალში, რომელიც 13 აპრილის საჯარო მანიფესტაციით გამოვაცხადეთ და ასევე გავაგრძელებთ.


ათიოდე წლის წინ ჩეჩნების ექსტრადიციის ცნობილ პროცესზე მათ სხვა ადვოკატებთან ერთად ვიცავდით არეშიძის მაშინდელი კერპის - შევარდნაძის დაწიოკებისაგან. ერთ-ერთ სხდომაზე, პროკურორმა ისევე, როგორც ჩვენმა ,,ექსპერტმა“, ტრაექტორია დაკარგა და რაღაც უკმეხად თქვა ჩეჩნეთზე. მაშინ ადგა ყველაზე ახალგაზრდა, ოციოდე წლის განსასჯელი, რომელსაც მანამდე ხმა არ ამოუღია და მას უპასუხა: ჩვენ რაც გინდათ გვითხარით, როგორც გინდათ გვლანძღეთ, მაგრამ სამშობლოს არ შეეხოთო.


ჩვენც ასე ვართ. სულ რომ თავდაყირა დადგეს, როგორც არ უნდა გვლანძღოს, ციმბირს იქით ეშელონებით გასახლებითაც რომ დაგვემუქროს, არეშიძეს არ ვუპასუხებს, ოღონდ სამშობლოს ნუ ეხება. ამას კი ნამდვილად ვერ მოვუთმენთ. ამდაგვარი დემარშებითა თუ მხილებით ყოველთვის დავუპირისპირდებით მის და მისნაირების პარპაშს, სანამ არ ავლაგმავთ!


ეხლა სხვა დანარჩენზეც.


ხსენებულ პუბლიკაციებში არეშიძის ნაცოდვილარი ნამდვილად აღიარებითი ჩვენებებია. ,,ქრონიკა+ის“ ინტერვიუში მას წამოსცდა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე მისეული ქადაგებები არის ,,სპეციდეა“, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე თვალებდაუხამხამებლად დაუდასტურა, რომ კაზაკების გენერალიცაა. არ ვიცი, როგორ გამოიყურება და რა სიამოვნებას იღებს ის ,,გეორგიევსკის ლენტებით“ დამშვენებული რუსი გენერლის ფორმაში გამოწყობილი, მაგრამ რაიმე აზრის მიმართ არსად არ წამიკითხავს და არც გამიგია ტერმინი ,,სპეციდეა“. ეტყობა, ეს რაღაც საგანგებო ტერმინია, სპეცლექსიკიდან, სპეცპირებისათვის, სპეცოპერაციების ჩასატარებლად.


სავარაუდოდ, კიდევ ერთი ასეთი ,,სპეციდეა“ არეშიძემ ხსენებულ ინტერვიუშიც გამოგვიცხადა. ამჯერად, ჩვენს აზერბაიჯანულ მოსახლეობაზეც არის მიმდგარი და ხლართავს ახალ ინტრიგებს. რაღაც აპოკალიფსურ სურათს ხატავს, რომ იქ ომია, მუსულმანური ქვეყნების სპესამსახურები აქტიურად მუშაობენ და ფუნდამენტალისტებს წალეკილი აქვთ ყველაფერი. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ახალი ,,სპეციდეა“ მეგობარი ქვეყნის-აზერბაიჯანის გადაკიდებისა და ზოგადად ახალი პრობლემის შექმნის, რელიგიური შუღლის გაღვივებისაკენ არის მიმართული. როგორც ჩანს, ამით აიხსნება არეშიძის დაინტერესება გარდაბნის მაჟორიტარობით, რაც არ გამოუვიდა, თუმცა იმედს ალბათ დღემდე არ კარგავს.


ამ რამდენიმე ხნის წინ იგივე გაზეთი ,,ქრონიკა+“ დამაჯერებლად და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ამხელდა არეშიძეს რუსეთის ,,ფსბ“-თან კავშირსა და ,,ფსბ“-ს გენერალის პეტრე ჩხეიძის მიერ მის დაფინანსებაში. ხოლო, თუ გავიხსენებთ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია დასავლეთის ბრალია კოსოვოს აღიარების გამო, ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსათვის დამღუპველია და პაუზა უნდა გამოვაცხადოთ, ნაკლებად უნდა ვიყოთ ორიენტირებული ნატოზე და ა.შ. ვფიქრობ, მასთან ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი რუსული ინტერსია, მისი სამსახურების ზრუნვის საგანია და ჩვენი ,,ექსპერტიც“ ოპერატიულად რეაგირებს მათ საჭიროებებზე.


როგორც მეგობარმა ჟურნალისტებმა მითხრეს, ამჟამად არეშიძე კიდევ ერთი ,,სპეციდეით“ არის შეპყრობილი. გახსოვთ, კრემლის იდეოლოგმა დუგინმა რომ გვითხრა, შემდეგი სამეგრელო იქნებაო. ჰოდა, არეშიძის მეცადინეობით რუსეთიდან თბილისში ჩამოსულა ვითომ არასამთავრობის კიდევ ერთი ჯგუფი. დახურული ,,დისკუსია“ შემდგარა სასტუმრო ,,ძველ თბილისში“ 23-24 ივლისს. აქ სიტყვით გამოსულა მისნაირი რუსი ,,ექსპერტი“ კავკასიის საკითხებში ვინმე ანდრეი ეპიფანცევი, რომელსაც უთქვამს, რომ მეგრელები დაჩაგრულები არიან, სამეგრელო არასოდეს იყო საქართველოს ნაწილი და მას ავტონომია უნდა მისცეთო. ამტყდარა ერთი ვაიუშველებელი. დისკუსიის ქართველ მონაწილეებს სულ ბრდღვნა უდენიათ ეპიფანცევისთვის, გაუგდიათ ის დარბაზიდან და არეშიძეც ზედ მიუყოლებიათ-ეს საიდან მოათრიეო. თუმცა, ამბობენ, რომ ეპიფანცევ-არეშიძის ტანდემი არ ცხრება და რაღაც ერთობლივი არასამთავრობო ორგანიზაციის - სინამდვილეში ლეგალური რუსული რეზიდენტურის დარეგისტრირებას აპირებენ საქართველოში.


,,ექსპერტის“ სხვა სიყალბეებზე ლაპარაკიც არ ღირს. ვითომ როგორ შევვარდნილვარ აფხაზეთის უნივერსიტეტში რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებელ კონფერენციაზე 1988 წელს და ყველასთვის სულ სუკ-ის აგენტები მიძახია. იმ კონფერენციის მონაწილეებმა საკმარისად უპასუხეს მას ამ იაფფასიანი სიცრუეს და არ განვმეორდები. ხოლო რაც შეეხება წინა ხელისუფლებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას, ამ შემთხვევაში არეშიძის ფანდი გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლშევიკური არსენალიდანაა - აი, შეხედეთ, ხალხის მტრები. იმდროინდელი ჩვენი საქმეები ყველსათვის ცნობილია, სათანადო მასალების მოძიება ძნელი არ არის ინტერნეტში თუ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე და არა მგონია არეშიძის კარტოთეკაშიც არ იყოს. მაგრამ, როგორ იტყვიან, თუ ფაქტები რაღაც კონსტრუქციაში ვერ თავსდება, მით უარესი ფაქტებისათვისდა ასეც იქცევა ჭარმაგი ,,ექსპერტი“.


ქართულ ენაში არის ერთი ძველი ძარღვიანი სიტყვა - გარეწარი. თავდაპირველი მნიშვნელობით ის საკუთარ ოჯახზე, თვისტომზე გულაყრილსა და გარემავალს ნიშნავდა. შემდეგ კი შეიძინა უზნეო, უსინდისო ადამიანის მნიშვნელობაც. ძალიან მოგვიმრავლდნენ ბოლო დროს ორივე ამ თვისების მატარებელნი რუსული დროშებით ხელში.


პირველს, ვგონებ, ვერაფერი ეშველება. არა იმიტომ, რომ უძღები შვილის დაბრუნების სახარებისეული იგავის არ გვჯერა. გვჯერა და მზადა ვართ მივიღოთ სამშობლოს ღალატისათვის ძეშეცდომილიც კი, თუკი ამას გულწრფელად აღიარებს და შეინანებს. მაგრამ ვგონებ, რომ ამას არ იზამენ. ძალიან დაუნდობელია კრემლის ქონდრისკაცი, სასტიკად სჯის პოლონიუმით თუ ტყვიით მასთან ფიცით შეკრულებს გადარბენისათვის. ესენი კიდევ ძალიან მშიშრები და მხდალები არიან.


მეორეს კი ნამდვილად შევეწინააღმდეგებით და აღვკვეთავთ, სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია.


საქართველოს გასაცემი მიწები არა აქვს, მამუკა, სერგო ორჯონიკიძე მოკვდა!

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე

31.07.2014 წ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42