არასამთავრობო ორგანიზაციები სააკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 17:44, 31 Jul, 2014     1530

არასამთავრობო ორგანიზაციები ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მთავარი პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას ეხმიანებიან. „ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში განვითარებული პროცესები კითხვებს ბადებს სამართალწარმოების კანონიერებასთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პირის დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადებები კეთდება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ იქამდე, სანამ განხორციელდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, ასევე, სისტემატურად ხდება არაბრალეულობის პრეზუმფციის დარღვევა. ყოველივე ეს კითხვებს აჩენს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითრების კუთხით, რაც, შესაძლოა, მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ყველა შესაძლო პირის ბრალეულობის შესახებ განცხადებისგან, განსაკუთრებით როცა საკითხი ეხება პოლიტიკოსს“ - წერია განცხადებაში.

ამასთან, როგორც არასამთავრობოები აღნიშნავენ, 2014 წლის 28 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს სააკაშვილი, ხოლო ექს–პრეზიდენტის მიერ მოწმედ გამოუცხადებლობის შემდეგ, მთავარ პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულად იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, „რაც დიდ ეჭვს აჩენს, რომ დაკითხვაზე მოწმის სახით სააკაშვილის დაბარება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მიზნად მისთვის ბრალის წაყენებას ისახავდა“.

„მოცემულ ეჭვს აღრმავებს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებაც, რომელშიც ფაქტობრივად დადასტურებულია ის გარემოება, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებულად ცნობას პროკურატურა ისედაც ისახავდა მიზნად, ხოლო მოწმის სახით დაბარება განხორციელდა მხოლოდ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი მიხეილ სააკაშვილსათვის მიეცათ გონივრული ვადა სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებისა და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნულია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ავტორებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმეში სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარე, „კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია პრობლემატურად მიაჩნიათ“.

„არამართებულია პირის მოწმის სტატუსით დაკითხვა, თუ საგამოძიებო ორგანოს ხელთ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია პირის ბრალდებულად ცნობისთვის. მოქმედი კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაჭიანურებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები იქნას დაუშვებლად ცნობილი. ამ პირობებში გამოძიების ინტერესებიც შეიძლება შეილახოს. ამრიგად, საქართველოს პროკურატურის მიერ პირის მოწმედ დაბარება, როდესაც მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი არის სახეზე, წინააღმდეგობაში მოდის როგორც ადამიანის უფლებებთან, ისე გამოძიების საჯარო ინტერესებთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამორიცხოს ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც გარკვეულ ეჭვებს გამოიწვევს პოლიტიკოსთა მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების კანონიერებასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მხედველობაში მიღება, რომელიც ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამავდროულად, ვენეციის კომისიის 2013 წლის 11 მარტის CDL-AD(2013)001 მოხსენების გათვალისწინება პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42