საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენას ევროკავშირი განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაცია აღნიშნული ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„გამომდინარე იქიდან, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი და მკაცრად მიესადაგებოდეს სამართლებრივ პროცესს. ევროკავშირი დააკვირდება ამ და სხვა გამოძიებას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ყოფილ პირებსა და ამჟამინდელ ოპოზიციონერებთან დაკავშრებით მიმდინარეობს.
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ავალდებულებს იყოს ისეთი საერთო ღირებულებების ერთგული, როგორიც კანონის უზენაესობა და კარგი მართვაა. ჩვენ ვთხოვთ ყველა მხარეს გვერდი აუარონ წარსულ კონფლიქტებს და ყურადღება ქვეყნის მომავალზე გაამახვილონ.
საქართველო დიდი გამოწვევბის წინაშე დგას, რასას შორსმჭვრეტელი ლიდერობა სჭირდება, რომელიც პოლარიზებული პოლიტიკური მოდელის დასამსხვრევად მზად იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






