ჟურნალისტი ლალი მოროშკინა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გუშინდელ გადაცემას „ფეისბუქზე“ ეხმაურება და სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს.
„არ ვაპირებდი, მაგრამ მაიძულეთ!!!! ხომ კარგად გახსოვთ ის დღე , 11 დეკემბერი "ნანუკას შოუში" მოწყობილი პროვოკაციის მერე როგორ დამიჭირეთ???
მერე მოდულში, სამარტოო საკანში გამომამწყვდიეთ... მე შიმშილობა გამოვაცხადე, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ირინა ენუქიძეს გზას გამაყოლებდით!!!
10 კამერა მიღებდა!!!!! რამოდენიმე ხანი სულ შიშველი დამტოვეთ!!!!
მერე 20 წუთში ერთხელ კარს მიღებდით და მეკითხებოდით-გეშინიაო????
მერე მითხარით,- შემს უმცროს შვილს 40 აქვს სიცხე და ვერ დაგარეკინებთო!!!
მერე მითხარით, -მემგონი, უფროსი ავარიაში მოხვდა და იქაც ვერ დაგარეკინებთო...
მერე მითხარით, -ახალი წელი მოდის და ნაძვის ხეს ვინ მოგირთავსო?
მერე მითხარით,- შენ და მიშა ერთად სწავლობდით და ჩვენ მხარეს გადმოდი და ცხოვრებას აგიწყობთო......
მერე მითხარით- აქ დიდხანს დარჩებიო.... ახლა გაიხსენეთ მე რა გითხარით: თავს ვიპარსავ, ნაც. ბანდის მოკლული ბიჭების სახელების ტატუს ვიკეთებ თავზე, და თქვენი დედების უპირობო მოკითხვაზე გადავალ თქო...მერე მთელი ციხეები ამყვება და რეზულტატით "დაგატკბობთ" თქო!!! გახსოვთ ფარჩაკებო??????? თუ არადა ჩანაწერები ამოიღეთ და დატკბით!!!“, - წერს მოროშკინა.
მასალის გამოყენების პირობები






