თითოეული ჯარისკაცი არის ჩვენი ქვეყნის საამაყო - ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 15:07, 31 Jul, 2014     865

"მას შემდეგ, რაც ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ვუყურე და ამ საამაყო ჯარისკაცების გვერდით ვიდექი, არ მსურს ყოფილ პრეზიდენტზე კომენტარი გავაკეთო", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს პასუხს ობიექტური სასამართლო გასცემს.

"რაც მთავარია ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ობიექტურები. გუშინ მე გავავრცელე განცხადება, დამატებით ამაზე საუბარი არ მსურს,"- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ვაზიანის პოლიგონზე პრემიერი საველე სწავლებას- "ვაზიანი 2014" დაესწრო, რომელიც თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. პრემიერ-მინისტრი, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ასევე დაესწრო ჯავშანსატანკო ქვედანაყოფებში „მაილსის" ლაზერული სისტემების გამოყენებით გამართულ პირველ წვრთნას. საველე სწავლების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ამაყია ქართული ჯარის მობილიზებულობითა და პროფესიონალიზმით.

"თითოეული ჯარისკაცი არის ჩვენი ქვეყნის საამაყო. ჩვენი ჯარი და ჩვენ ყველა ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სამსახურში და მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ჯარს მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42