თინა ხიდაშელი გიგი უგულავას წერილის შესახებ გაკეთებულ კომენტარებს პასუხობს
სოც.მედია - 14:10, 31 Jul, 2014     11964

თინა ხიდაშელმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვრცელი წერილი განათავსა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ნანუკას შოუსა“ და გიგი უგულავას თემას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში განთავსებული უარყოფითი კომენტარები დაგმო.

თინა ხიდაშელი: „არ მინახავს გუშინდელი ნანუკას შოუ. ისევე როგორც ბევრი სხვა შოუ და გადაცემა, სამწუხაროდ ტელევიზორი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი აღარ არის. მაგრამ იცით ფბ-ზე ხშირად ვიყურები. დილიდან ვფიქრობ დავწერო თუ არა. როგორც ჩანს პარლამენტის წევრობამ კორექტივები შეიტანა ჩემს ყოველდღიულობაში. ადრე შესაძლოა არასოდეს რომ არ მეფიქრა დღეს ისეთი ფიქრები მომეძალა, მაგრამ იმის მიუხედავად რა რეაქცია მოყვება ჩემს პოსტს, ზუსტად ვიცი რომ არ დავწერო გული გამისკდება. რაც დღეს დილით აქ წავიკითხე და გავიგე, მისი უდიდესი ნაწილი მთრგუნავს და მანადგურებს. ვისაც გინდათ გაგეჯიბრებით გიგისთან ბრძოლაში, მისი პოლიტიკური ნაბიჯების, მერიაში სქემების, უკანონო ტენდერების, უკანონო გადაწყვეტილებების მხილებაში, გამოძიებაში, საკრებულოს სხდომებზე თუ სხვამხრივ საჯაროდ კამათსა და კრიტიკაში. ვერ და არ მივიღებ არავისგან არც ერთ თითის გამოშვერას ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ, ვისაც გინდათ იმას გაგეჯიბრებით, თავად გიგის და კოლექტიური გიგის მხილებაში, ნაცებთან ბრძოლაში, და ამ ბრძოლის არგუმენტირებულად, ლოგიკურად, დოკუმენტურად და სამართლებრივად დასაბუთებისთვის შრომაში. მაგრამ ეს რა უბედურებაა. არ მოგწონთ ამ გადაცემის სტილი, ესთეტიკა, წამყვანი, შინაარსი, სტუმრები გადართეთ. ნუ უყურებთ. ვინ გაძალებთ. სტუმრის და თემის მიუხედავად მე არ მომწონს ასეთი გადაცემები, არ ვარ მათი მაყურებელი და არასოდეს მაინტერესებს, მაგრამ ეს ლანძღვა-გინება, ქილიკი, შენ რომ სხვის შვილებს აუბედურებდი ძახილი რა არის ადამიანებო. არაფერში დამნაშავე ბავშვებზე ლაპარაკობთ, მათ რატომ ეხებით, სულში უძვრებით, შეურაცხყოფას აყენებთ :((( რითი განსხვავდებით იმათგან ვისაც სიძულვილის დათესვის გამო ებრძვით და ეწინააღმდეგებით არ მესმის და ღმერთო ნურასოდეს შემაძლებინებ რომ ეს გავიგო. ბოდიშს ვიხდი ასეთი გულახდილობისთვის, მაგრამ რომ წარმოვიდგენ ჩემი ან სხვისი შვილები, ნებისმიერი ადამიანის შვილები მათი მშობლების მიმართ საზოგადოებაში არსებული დამსახურებული თუ დაუმსახურებელი ზიზღის თუ სიყვარულის გამო პასუხს აგებენ, მზარავს და მაგიჟებს. მე მორალისტი არ ვარ და არავის უკითხავ მორალს, ყველა საკუთარი მორალის და ზნეობის მიხედვით იქცევა, მაგრამ მე ჩემი სათქმელი ვთქვი. არც მოწონებისთვის, არც უარყოფისთვის, არც დაგმობისთვის და არც თინა როგორი მაგარი ხარ ძახილისთვის. დავწერე მხოლოდ ჩემთვის და ჩემი და თქვენი შვილებისთვის. გავუფრთხილდეთ მათ“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42