პროკურატურას სასამართლოსთვის სააკაშილის დაკავების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს. უფრო მაღალი ალბათობით იმაზე შეიძლება საუბარი, რომ სააკაშვილის დასაველეთიდან საქართველოს ხელისუფლებას არავინ გადასცემს.
დგება საკითხი, რომ სააკაშვილი ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოში ვეღარ ჩამოვა და ვერც სარჩევნო აქტიურობას შეძლებს, როგორც ეს მას უკვე გაცხადებული ჰქონდა, - წერს გამოცემა.
„თავისთავად საქმის აღძვრა არ შეიძლება, რომ პასიური საარჩევნო უფლების შემაფერხებელი აღმოჩნდეს. უფრო მეტიც, პასიური სარჩევნო უფლებით წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები სარგებლობენ, ანუ ადამიანებს ვიდრე მსჯავრი არ დაედებათ.
რაც შეეხება სააკაშვილს მოახერხებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, ეს ქვეყანაში ცხოვრების ცენზთან მიმართებაში არის განსასაზღვრი, რადგაც „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით პარლამენტის წევრად, არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელიც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ მდგარა საკონსულო აღრიცხვაზე. ანუ, საქართველოში თუ ვერ ჩამოვა, მაშინ საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იდგეს.საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა რამდენიმე წლის წინ სავალდებულო იყო და, თუ არ იდგა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდებოდა. მაგრამ, დღეს საკონსულო აღრიცხვებზე დგომა სავალდებულო აღარ არის და ეს არის ადამიანის უფლება, მაგრამ საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში ეს უკვე ქვეყანაში ცხოვრების ვალდებულების ალტერნატიული ვალდებულება ხდება. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კი არის 3 წლიანი ვადა და მხოლოდ ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა, რომლის ალტერნატივად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ განიხილება“,-- ამბობს კონსტიტუციონალისტი და საარჩევნო სამართლის მცოდნე ზურაბ ჯიბღაშვილი გაზეთ ,,რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე კი ფიქრობს, რომ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება ძირითადად შიდა მოხმარებისათვის არის და გათვლილია საარჩევნო პორცესზე. თუმცა მისი თქმით, ეს მოქმედ ხელისუფლებას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„როგორც ჩანს, სააკაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ იქნება 2016 წლის არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების მთავარი კონკურენტი და ვეღარც საფრთხობელა, რპმლის შიშითაც ხელისუფლება ამომრჩეველს არჩევნებზე მიიყვანს და გვერდზე დაიყენებს. ასე, რომ თუ მანამდე პროცესები მეტ-ნაკლებად მშვიდად განვითარდება, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისიწინებული. პირველი, რჩება უზარამაზრი სივრცე ახალი პოლიტიკური ძალისთვის და მეორე ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდება არჩევნებში გამარჯვებისათვის“, - აცხადებს ლაგაზიძე ,,რეზონანსთან“.
მასალის გამოყენების პირობები






