არც მე, არც სააკაშვილს და არც ჩვენს მეგობრებს ივანიშვილის არ გვეშინია - უგულავა
პოლიტიკა - 12:53, 31 Jul, 2014     2432

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, ხელისუფლება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე დარტყმისთვის ემზადება, რის გამოც ცდილობს მიხელ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ხელი შეუშალოს.

როგორც სასამართლო პროცესზე უგულავამ აღნიშნა, არც მას, არც მიხეილ სააკაშვილს და არც მათი გუნდის სხვა წევრებს ბიძინა ივანიშვილის ქმედებების არ ეშინიათ და მსგავსი ხრიკები მათ ვერ შეაჩერებთ.

„სამართლებრივი ასლი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ გამოაცხო, ემსახურება აბსოლუტურტად სხვა მიზანს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შემოდგომაზე მოხდება ტარიფების გაძვირება. იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება უმუშევრობა, ხელისუფლება ემზადება გადამწყვეტი დარტმისთვის და ამ დარტყმის ობიექტი ტელეკომპანია "რუსთავი 2" იქნება. სწორედ ამ მიზნით არის დადგმული სპექტაკლი, რომ ხალხის მღელვარების ფონზე, ხელისუფლებას სურს, სხვადასხვა ხრიკებით ხელი შეუშალოს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას. მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს ქმედება ვერავის ვერ შეაჩერებს. რაც ყველაზე მთავარია, არც მე, არც მიხეილ სააკაშვილს, არც ჩვენს მეგობრებს არ გვეშინია ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ამ ქმედებების, რადგან მსგავსი ხრიკებით ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ. პროტესტი ახალ ლიდერებს შობს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედისა“ და რიყის საქმეზე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე გაირკვევა დათანხმდება თუ არა პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას, საუბარია საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვაზე.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42