რუსეთის გადაწყვეტილებას შეაჩეროს საქართველოსთან 1994 წელს გაფორმებული ხელშეკრულება თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით საქართვლოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი ეხმაურება. აბაშიშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა ძველებურად გაგრძელდება, მაგრამ ტარიფები დაიბეგრება:
„პირველ რიგში უნდა აღინიშნიოს ის, რომ რუსეთის მხრიდან უახლოესი წლების განმავლობაში დასტურდება, რომ ამ ქვეყნის მხრიდან შეიძლება ნებისმიერ დროს ასეთი არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, ამ შემთხვევაში, რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეჩერება, საქართველოს ჰქონდა რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც გაფორმებული იყო 1994 წელს და მას მერე ეს ხელშეკრულება მოქმედებდა, ეს იყო ორმხრივი ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის.
რუსეთმა ახლა გადაწყვიტა, რომ ამ ხელშეკრულების მოქმედება შეაჩეროს, მანამდე რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები მიეკუთვნებოდა არასატარიფო ბარიერებს. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ვაჭრობის აკრძალვაზე, აქ არის საუბარი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო და რუსეთი ისევ ივაჭრებენ, ამ ეტაპზე ასე ჩანს, უბრალოდ ეს ყველაფერი უკვე დაექვემდებარება სატარიფო რეგულირებას, ანუ დაიბეგრება ტარიფები, ეს არის ამ ეტაპისთვის მთელი არსი.
რა თქმა უნდა არასასიამოვნო ფაქტია ნებისმიერ შემთხვევაში, იმ დროს როცა საქართველო ასრულებს ყოველგვარ პირობას ვაჭრობასთან დაკავშრებით, ფაქტია ძნელია რუსეთის გადაწყვეტიელბაში მოძებნო ეკონომიკური მოტივები
ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუსეთზე ეკონომიკურად. არავითარი მოტივი არ ჩანს, ქართული პროდუქცია კიდევ უფრო ხარისხიანი იქნება, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს, რომ იყოს ხარისხიანი პროდუქცია. მეორე, თუ საუბარია იმაზე, რომ საქართველო-რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობით შეიძლება სხვა ქვეყანამ ისარგებლოს და საქართველოდან პროდუქცია გაიტანოს, ეს საკითხი გამორიცხულია.
საქართველოს ეკონომიკას ხელშესახებ ზიანს მსგავსი გადაწყვეტილება ვერ მიაყენებს. აღსანიშნავია, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე ასეთი საუბარი არ ყოფილა და ეს ყველაფერი მიანიშნებს სწრაფ გადაწყვეტილებაზე.“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






