კანონის, თუ დამპყრობლის ნების უზენაესობა - თამარ ჩხეიძე
პოლიტიკა - 22:52, 30 Jul, 2014     3662
,,ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ დევნას არავითარი საერთო არა აქვს რაიმე რეალურ, თუ არარეალურ პრეტენზიებთან, რომელიც ყოფილი ხელისუფლის მიმართ შეიძლება არსებობდეს. მიუხედავად ნაციონალების ხელისუფლებისადმი თვითოეული ჩვენგანის არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ყველა თვალხილული და ქვეყნის მოყვარე ადამიანისთვის ნათელია - ამ შემთხვევაში კანონის უზენაესობაზე ლაპარაკი ცინიზმია, ივანიშვილის პირად საკუთრებაში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენელნი სამარცხვინოდ ასრულებენ ჩვენი მიწების წამრთმევის პუტინის მითითებებს, რითიც უპირველეს ყოვლისა არა ერთი პიროვნების, თუ პოლიტიკური ძალის, (როგორიც არ უნდა იყოს მისდამი ჩვენი დამოკიდებულება) არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ. ცნობილია, რომ დღეს მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა თავისუფალ სამყაროსა და უკვე საერთაშორისო დამნაშავედ ქცეულ პუტინს შორის, ამ ბრძოლაში არა მარტო უკრაინის, საქართველოს ბედიც წყდება. ამ ბრძოლაში სერიოზულადაა ჩართული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რითაც ჩვენი მოწინააღმდეგის გულისწყრომას იწვევს. დღეს, როდესაც პუტინის რუსეთის როლი და აგრესიულობა მთელი ცივილიზებული საზოგადოებისთვის ნათელია, ამ ფონზე ჩვენი მოწინააღმდეგისთვის კიდევ უფრო აქტუალურია მისი მსხვერპლი ქვეყნის პრეზიდენტი გამოცხადდეს ბრალდებულად, შემდეგ დამნაშავედ, გაივლოს ყალბი და ჩვენთვის დამღუპველი შედეგების მომტანი პარალელი ტერიტორიის წართმევით დასჯილ სერბეთთან და მის ლიდერ მილოშევიჩთან, რითაც უნდა მოხდეს აგრესორის გათეთრება, აგრესორის მსხვერპლის დასჯა და მისი მიწების ოკუპაციის ლეგალიზაცია. აი ასეთ ანტიქართულ დივერსიას აწერს ხელს დღეს ვითომც სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლის აღმსრულებელი ხელისუფლება.

კანონი აქ მხოლოდ ზედაპირული, ცინიკური საფარველია, სინამდვილეში საქმე გვაქვს არა კანონის, არამედ საქართველოს არალეგალური მმართველის და მისი პატრონი მტრული სახელმწიფოს მეთაურის დანაშაულებრივი ნების უზენაესობასთან, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან“, - წერს თამარ ჩხეიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42