"საქართველოს მიშისტური ისტორიის მოკლე კურსი" დავით ზურაბიშვილისგან
სოც.მედია - 22:29, 30 Jul, 2014     1450
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს სათაურით: "საქართველოს მიშისტური ისტორიის მოკლე კურსი".

"იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩაბნელებულ-ჩასკვარამებული ქვეყანა, სადაც მოვიდა ერთი ახალგაზრდა, რეფორმატორი პრეზიდენტი და ააშენა და დაამშვენა. ეს ვერ აიტანა ბოროტმა მეზობელმა, რომლის დავალებითაც ერთმა ადგილობრივმა ოლიგარქმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც რეფორმატორმა პრეზიდენტმა კი ჩაახშო გმირულად, მაგრამ ერთ-ორი გადამტრიალებელი შემოელახათ ცოტა ზედმეტად. ჰოდა, რეფორმატორმა პრეზიდენტმა, მომეჭრა თავი, ეს როგორ დამემართაო, თქვა და გადადგა. მართალია, ხალხმა კი აირჩია მეორედ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში, მაგრამ მოისვენა ბოროტმა მეზობელმა? ჯერ იყო და ომი დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები და ჩამოხსნილი ნიღაბი შერჩა ხელთ, პრეზიდენტს კი ყურებზე ხახვიც ვერ დააჭრა. მოკლედ, დამარცხდა და დარჩა პირშიჩალაგამოვლებული. რამდენჯერმე კიდევ სცადა არეულობის მოწყობა, თუმცა ამაოდ და ბოლოს მეორე ოლიგარქი გამოიყვანა სცენაზე, რომელმაც იყიდა ხალხი, დადგა სპექტაკლი, ვითომ ციხეში აწამებდნენ ხალხს, გადარია ეს ბნელ-სკვარამში ჩარჩენილი მენტალიტეტის მქონე ჯგრო და რეფორმატორმა პრეზიდენტმაც, აქაოდა ხალხის ნება ჩემთვის უზენაესიაო, დიდსულოვნად დათმო არჩევნები და ჩააბარა მთავრობა ბოროტი მეზობლის მიერ შემოგზავნილი ოლიგარქის ნაყიდ პოლიტიკანებს (ისე, ჩვენში დარჩეს და რამ გამოაქლიავა? ამათი მოშვება იქნებოდა ღუმელთან? რედ. შენიშვნა). თუმცა, რად გინდა? დაგიფასა ვინმემ? და ახლა ეს მეორე ოლიგარქი ცდილობს პირველი ოლიგარქის მიერ მოწყობილი შეთქმულების ჩახშობისთვის გაასამართლოს დემოკრატიული არჩევნების გზით წასული რეფორმატორი პრეზიდენტი.

ციკლიდან "საქართველოს მიშისტური ისტორიის მოკლე კურსი"

P. S. ჰოდა, ახლა მე რა მინდა ვთქვა: აი, არ ვიცი რა დავარქვა ადამიანს, ყველაფრის ამის რომ მართლა სჯერა - ბედნიერი თუ უბედური, უბრალოდ წმინდა ტექნიკურად როგორაა შესაძლებელი ზემორე ამბავი გჯეროდეს, ის არ მესმის არანაირად. არადა, დაჯერებით ხომ სჯერათ და ხვალ რომ დააბრუნო ხელისუფლებაში, მთელი ეს ბოდვა სრულიად სერიოზულად იქნება საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაწერილი და თან სავალდებულო საგნად სასწავლი...

არა, ასე რომ არ იყოს კიდევ ჰო, მაგრამ ასე რომ არის?",- წერს დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.



ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42