ბურჯანაძე: 7 ნოემბრის შეძახილები იძლეოდა შესაძლებლობას ხელისუფლებას ზომები მიეღო
პოლიტიკა - 22:22, 30 Jul, 2014     2216
7 ნოემბრის მოველნებზე და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებაზე ისაუბრა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, აქციის დაშლა პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა მას პრეტენზია ყოფილ ხელისუფლებასთან აქვს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა ნინო ბურჯანაძე 2007 წელს პარლამენტში გამოსვლისას ამ ფრაზაში - ,,ერთი სახელი და გვარი ჰქონდა საფრთხეს“, ბუჯანაძე ადასტურებს, რომ ამაში ის ბადრი პატარკაციშვილს გულისხმობდა.

,,დასამალი ნამდვილად არ არის... არ მინდა გარდაცვლილზე ვისაუბრო, მაგრამ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვან წილად კოორდინირება ამ აქციებისა ხდებოდა მაშინ ბადრი პატარკაციშვილის მიერ და მისივე დაფინანსებით, ეს არ წარმოადგენდა მაშინ საიდუმლოს, მეც ვიცოდი პირველი პირისგან და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო. იყო განსხვავებული ხედვები, ბატონი ბადრი და მისი თანამოაზრეები სხვანაირად ხედავდნენ ქვეყნის განვითარებას, ხელისუფლება - სხვაგვარად“, - აცხადებს ბურჯანაძე.

რაც შეეხება იმას, აწყობდა თუ არა პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას, ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს უნდა იქნას გამოძიებული და მას შემდეგ გახდება შესაძლებელი საუბარი იმაზე, თუ ვის რა სურვილები ჰქონდა.

,,თუმცა ის, რომ ამ აქციების დროს გაისმოდა შეძახილები ,,დღესვე დავამთავროთ ეს ხელისუფლება“, ბუნებრივია იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლებას გარკვეული ზომები გამოეყენებინა“, - აღნიშნავს ბურჯანაძე. მისივე თქმით, შესაძლებელი იყო, რომ ხელისუფლბას 7 ნოემბერი თავიდან აეცილებინა, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტო.

,,ეს არის სააკაშვილის და მისი გარემოცვის დანაშაული. ამ ხელისუფლების ბრალია, რომ დადის სააკაშვილი და ჩვენთვის ჭკუის სწავლებას ბედავს. სააკაშვილის ადგილი არის ციხეში, განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ“, - აცხადებს ბურჯანაძე.

ბურჯანაძის თქმით, მან როგორც მაშნდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ გაიზიარა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ,,თუმცა მე მაშინ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, რაც შემეძლო გავაკეთე, ის, რომ არ იყო მსხვეპრლი 7 ნოემებრეს, ის რომ პარლამენტის ჭიშკარი გაიღო და უპრეცედენტო რამ მოხდა და ადამიანები შემოვუშვით, ის, რომ მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომ გამოძიებულიყო 7 ნოემბრის მოვლენები, ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ მე კარგად მესმის რამდენად მაღალი იყო ჩემი პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოველნებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42