ეს იყო არა სარეკლამო, არამედ მოსწავლეებში პოპულარული საგანმანათლებლო არხი - რას ედავებიან დიმიტრი შაშკინს
პოლიტიკა - 21:49, 30 Jul, 2014     2273
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა „რუსთავი 2“-ს და განათლების სამინისტროს შორის 2012 წელს სარეკლამო მომსახურებასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს სწავლობს. სააგენტო ,,პირველის“ ინფორმაციით, საუბარია “რუსთავი 2”-ისთვის გადარიცხულ მილიონამდე ლარზე, ისე, რომ ამ თანხის მიზნობრიობა არ ჩანს.

,,ნიუპოსტი“ დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ ეს არ იყო სარეკლამო რგოლების განთავსება და საუბარი არ ყოფილა საეთერო დროის ყიდვაზე, არამედ ეს გახლდათ საგანმანათლებლო არხი.

შაშკინის განცხადებით, განათლების სამინისტროსა და ჰოლდინგს შორის, რომელშიც შედის ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2”, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ახალი საგანმანათლებლო არხი შეიქმნა.

,,თუ არ მეშლება, ეს იყო 2011 წელს, ამ არხზე გადიოდა საგანმანათლებლო პროგრამები, განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ისეთ თოქ-შოუებსა და გადაცემებზე, რომლებიც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარებოდა. იყო ბევრი უცხოური გადაცემა, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნებოდა. ამ არხის მეშვეობით შეგეძლოთ, გესწავლათ მათემატიკა, ფიზიკა, ინგლისური და სხვა დისციპლინები“, - აცხადებს შაშკინი. მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება მარგველაშვილის მინისტრობის დროს 2012 წელს გაუქმდა და ეს არხი დაიხურა.

შაშკინი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებში ეს იყო ძალიან პოპულარული არხი. ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ აქ საუბარი არ იყო რაიმე სარეკლამო რგოლების განთავსებაზე ან საეთერო დროის ყიდვაზე. ,,ეს არ იყო რეკლამა, არამედ ეს გახლდათ არხი, რომელზეც ჩვენი ბავშვებისთვის საგანმანათლებლო გადაცემები გადიოდა. მე ზუსტად მახსოვს, რომ “ფიფლმეტრებით”, რომელსაც შვედური კომპანია აკეთებდა, ეს არხი მე-3 ადგილზე იყო “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” შემდეგ. ეს არხი განსაკუთრებით პოპულარული იყო იმ ბავშვებში, რომელთაც ფული არ ჰქონდათ ძვირადღირებული რეპეტიტორების ასაყვანად. ამ არხის მეშვეობით ისინი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. ჩემი, როგორც მინისტრის ამოცანა იყო, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. სამწუხაროდ, ახლა რასაც ვხედავთ არის ის, რომ განათლება ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვისაც, ბევრი ფული აქვს, რომ რეპეტიტორებში გადაიხადოს. ჩვენ ამას ვებრძოდით და ერთ-ერთი ამ ბრძოლის ელემენტი იყო ეს არხი, რომლის მეშვეობით, რომელთა მშობლებს რეპეტიტორებისთვის გადასახდელი 3-5 ათასი არ ჰქონდათ, ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებულიყვნენ”, - განაცხადა შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42