„როგორც მე ვხვდები მათი მთავარი გადაწყვეტილება, რომ ეს სისულელე გააკეთონ, სრულიად დაუსაბუთებელი, უსამართლო და სასაცილოა, იმიტომ რომ უკვე მთელი მსოფლიო დასცინის, ერთადერთი რუსებს უხარიათ, ის რომ შემიზღუდონ გადადგილება, მათ აღიზიანებთ ჩემი აქტიურობა უკრაინაში, რანაირად უნდა შემიზღუდონ გადაადგილება?! ხომ ხედავთ აგერ აქ ვარ, ევროპის ერთ-ერთ მთავარ ქვეყანაში, მის ხელმძღვანელთან, ბევრად მეტ ადგილას დავდივარ, ვიდრე მოქმედი მთავრობის თავმჯდომარე და იმის ფონზე, რასაც აკეთებენ, აწი ნაკლებ ადგილას ივლიან და ვიდრე დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი...
ვივლი და ვივლი საქართველოს საკეთილდღეოდ. მე ვერავინ ვერ შემიზღუდავს გადაადგილებას, ორი ქვეყნაა სადაც ვერ ჩავდივარ, საქართველოს შემთხვევში ეს სამწუახაროა, იმიტომ რომ შვილი მეზრდება საქართველოში, მენატრება ჩემი შვილიც და მენატრება ჩემი ოჯახიც მთლიანად, მაგრამ ამის მიუხედავად გავუძლებთ, ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, ეს არის ძალიან დროებით მოვლენა, ძალიან, ძალიან დროებითი და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაწყებულ საქმეს, ასე ვივლი მე მთელს მსოფლიოში, რანაირად უნდა შემაჩერონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა მისი სიტყვები: "ვიქნები ახლოს ქართველ ხალხთან, როდესაც ისინი ამას ისურვებენ", სააკაშვილი პასუხობს:
„აშკარაა ვისი დაკვეთით ხდება, თუ ადამიანი სულელი არ არის ხვდება ხო... შეუკვეთეს 2 მილიარდი გადაიხადეს ამ საქმეში, დაავალეს და მათივე ერთი დაკომპლექსებული ოლიგარქის ინსტიქტები, ბოღმა დაემთხვა მთავარი მოთამაშის - რუსეთისას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






