„მაღლაფერიძისა და ოქრუაშვილის ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებები თუ არ გააჩნიათ, ეს საქმე „ბლეფი“ აღმოჩნდება“, - ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ „ფრონტნიუსში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არა აქვს ეს პრეზიდენტია, თუ რიგითი მოქალაქე და ეს არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური დევნის იარაღად, მაგრამ ბუნებრივია, პასუხისმგებლობის ხარისხი რიგითი მოქალაქისა და პრეზიდენტის ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავდება. მე არ მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილი უცოდველი კრავია და მას კანონთან მიმართებაში გადაცდენები არა აქვს, მაგრამ როცა ასეთი პოლიტიკური რანგის ფიგურაზეა საუბარი, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, კითხვის ნიშნებს აჩენს და პირადად ჩემთვის გაუგებარია. ხომ არ არის ეს გარკვეული მესიჯი რუსეთის მიმართულებით? რატომ დაჩქარდა ამ გადაწყვეტილების მიღება? დროის შერჩევა სამართალშიც შეიძლება
აღნიშნული გადაწყვეტილება სააკაშვილის დაკავების თაობაზე პროკურატურას შეეძლო, ადრეც მიეღო და ცოტა გვიანაც, თუმცა ვასილ მაღლაფერიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებები თუ არ გააჩნიათ, მაშინ ეს საქმე ბლეფი აღმოჩნდება“, - განაცხადა ქარდავამ.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






