ივანიშვილმა თავის იმპერატორს ძღვენი მიართვა - უგულავა სააკაშვილის ბრალდებაზე
პოლიტიკა - 09:29, 30 Jul, 2014     1636

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილისთვის და ყოფილი მღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. უგულავა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურის სამიზნე არც ის, არც კეზერაშვილი, არც მერაბიშვილი და არც ადეიშვილია.

„პროკურატურის განცხადება, რომ პოლიტიკური მანიფესტია, ეს სკოლის მოსწავლეებსაც ესმით. როგორც ჩანს პროკურატურა აცნობიერებს, რომ ჩემსა და დავით კეზერაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება ტელე იმედისა და რიყის ეპიზოდში სრული ფიასკოთი დამთავრდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამჯერად პროკურატურის სამიზნე არც მე, არც კეზერაშვილი, არც მერაბიშვილი და არც ადეიშვილი არ არის. ფაქტია, რომ ივანიშვილის დაუოკებელ სურვილ წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისათვის ნებისმიერ ფასად ბრალის წაყენება და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოპოვება, ხოლო ამის შემდეგ მისი წითელ ცირკულარზე დასმა, რომ მას შეეზღუდოს საერთაშორისო აქტივობა.

ცხადია, რომ ივანიშვილის გარდა ეს ყველაზე მეტად მის დაუძინებელ მტერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუხარდება. შუა საუკუნებრივ სტილში ივანიშვილმა თავის იმპერატორს ძღვენი მიართვა. ბრალდება იმდენად ზერელე და აბსურდია, მისი განხილვა საზოგადოების მოცდენა იქნება. უფრო მნიშვნელოვანია ის გეოპოლიტიკური თამაშები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ზურგს უკან აწარმოებს და განკარგავს ქვეყნის ბედს. ივანიშვილმა ხალხისგან ფარულად მიიღო გადაწყვეტილება რომ პუტინსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გავლებულ ხაზზე, პუტინის მხარე დაიჭიროს, მაშინ როცა ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. მან ყველა დასაშვები წითელი ხაზი გადაკვეთა, დაუწყო ბრძოლა საკუთარ ხალხს და ქვეყნის ისტორიას. ეს ბრძოლა ძირშივე განწირულია მარცხისათვის, ხოლო ჩვენი ყველა პატრიოტული ძალის მიზანია ეს ყველაფერი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავატანინოთ ქვეყანას“, - წერს „ფეისბუქზე“ უგულავა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42