ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას ყოფილი გუბერნატორები ეხმაურებიან
პოლიტიკა - 20:13, 29 Jul, 2014     3526

ყოფილი გუბერნატორები ვასილ მაღლაფერიძის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხმაურებიან, სადაც 2007 წლის 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართულ თათბირზეა საუბარი. ქვემო ქართლი ყოფილი გუბერნატორი ზურაბ მელიქიშვილი მაღლაფერიძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

„არც ეგ დღე არ მახსოვს აქედან გამომდინარე ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ანგარიშწორება. მათ მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ ოპონენტები დააშანტაჟონ და აბსურდული ბრალდებები დააბრალონ...“, - აცხადებს მელიქიშვილი.

მაღალფერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას „სისულელე“ უწოდებს შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლადო გეგელაშვილიც.

„მსგავსი არაფერი არ მახსოვს და შემიძლია ნებისმიერ დროს ვთქვა, რომ მსგავს თათბირზე არასდროს არ ვყოფილვარ, სრული სისულელეა“, - განაცხადა გეგელაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის დეტალებს იხსენებს.

მაღლაფერიძემ ჩანაწერი ინტერნეტგამოცემა „ლიბერალს“ მიაწოდა.

„...დაიწყო ვანომ, ორ საკითხთან დაკავშირებით მინდა თქვენთან საუბარიო. ეს ნაძირლები ძალიან გაბლატავდნენ, ორ დღეში მოინდომეს იმის წაღება, რისთვისაც ჩვენ ოთხი წელი ვიბრძოდით. მართალია, დიდი არაფერი ძალა არა აქვთ, მაგრამ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. კაცმა რომ თქვას, რაიონებიდან მართლაც არ ჩამოსულა ბევრი ხალხი, მაგრამ ვინც ჩამოვიდა ან აწი ჩამოვა, ყველას უნდა მიხედვა. უკვე დავალებული აქვს კონსტიტუციურს, მაგრამ თქვენც აქტიურად უნდა ჩაერთოდ ამ პროცესში, შეადგინეთ სიები ყველა მიტინგზე ჩამომსვლელის, შეუშვით თქვენი ხალხი მიტინგზე, არც არცერთი ადამიანი არ უნდა ჩავიდეს უკან გაულახავი. არა სახალხოდ, სათითაოდ. მაგალითად გურიიდან ან ზუგდიდიდან ჩამოსული ადამიანს უკან გზაზე გააჩერებენ მაგალითად ქუთაისთან და დაუნგრევენ თირკმელებს. გენერალური პროკურორი აგერ არის და გვაძლევს ნებართვას (სიცილით!)...“ - წერს მაღლაფერიძე.

ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42