"ლეიბორისტული პარტია" ბიძინა ივანიშვილს ახალ ბრალდებებს უყენებს. შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, 7 ნოემბერს ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციას ორგანიზებას, ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, ივანიშვილიც უწევდა.
პარტიის ლიდერის თქმით, საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ "ქართუ-ბანკიდან" სპეცოპერაციის მონაწილეებზე პრემიები გაიცა.
ნათელაშვილი მოითხოვს, რომ რეზონანსული საქმის ძიების პროცესში ივანიშვილიც დაიკითხოს.
„ნომებრის ტრაგედიას, ექს-პრეზიდენტთან ერთად, ჰყავს მეორე ორგანიზატორი მილიარდერი ივანიშვილის სახით, რომელმაც დააფინანსა, აღჭურვა და ორგანიზება გაუკეთა სპეციალურ რაზმებს 7 ნოემბერს. ჩვენ მოვითხოვთ კატეგორიულად გამოძიებისაგან, დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, როგორც დარბევის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ხოლო „ქართუ ბანკიდან“ ამოღებული იქნას ამ პერიოდში გაცემული თანხების შესახებ ყველანაირი დოკუმენტაცია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






