სუბარი მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირის შესახებ არსებულ ჩანაწერზე საუბრობს
პოლიტიკა - 18:13, 29 Jul, 2014     1645

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და ადასტურებს, რომ მას ვასილ მაღლაფერიძემ ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული თათბირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სუბარის თქმით, რომელიც იმ პერიოდში სახალხო დამცველი იყო, 2007 წლის 4 ნოემბერს გაეროში წასვლას აპირებდა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო დაგეგმილი შეხვედრა გადადო.

“პირველ რიგში, სიტყვიერად მივიღე ეს ინფორმაცია. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი გადავიყვანე სრულ მზადყოფნაში, რათა მონიტორინგი გაძლიერებულიყო და გვქონოდა შესაძლებლობა, რომ ყველა დარღვევა, რაც იმ დროს არსებობდა, დაფიქსირებისა და შესწავლის გარეშე არ დარჩენილიყო. 5 ნოემბერს ეს დოკუმენტი უკვე წერილობითი ფორმით არსებობდა, რომელიც სათარგმნელად იმ დღესვე გადავეცით და 8 ნოემბერს უკვე მაღალი დონის დიპლომატებს გადავეცი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, დოკუმენტში რომელიც მიაწოდეს საუბარი იყო 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებულ თათბირზე.

„ასევე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ჰქნოდათ პირდაპირი დავალება გუბერნატორებს და მაღალი თანამდებობის პირებს, რომ უნდა დაწყებულიყო დევნა, ცემა, ნარკოტიკების ჩადება და იმ ადამიანების ქონების განადგურება, რომლებიც პოლიტიკურად მოწინააღმდეგე ფიგურებს წარმოადგენდნენ. ასე რომ, ინსინუაციები თემაზე, რომ თითქოს რუსი ოლიგარქი გადატრიალებას ამზადებდა, მოგონილია“, - აცხადებს სუბარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42