სასულიერო პირი: „ჯერ რაც გაუკაზანტიპებულია საქართველოში იმას მივხედოთ... კაზანტიპი 10 დღე იქნება და წავა“
სოც.მედია - 17:29, 29 Jul, 2014     5302

„კაზანტიპთან“ დაკავშირებით აჟიოტაჟი და ხმაური გრძელდება. ამ ფესტივალის საწინააღმდეგო აქციები და დაპირისპირება ყოველდღიურ განხილვის საგნადაც იქცა. ბევრი მომხრეა, ბევრიც წინააღმდეგი, არიან „ნეიტრალებიც“... განსაკუთრებულ ინტერესს კი იმ სასულიერო პირის მოსაზრებები იწვევს, რომელსაც სოციალურ სივრცეში უმეტესობა პროგრესულ მოაზროვნედ მიიჩნევს. „ნიუპოსტი“ მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძის რამდენიმე სტატუსს გთავაზობთ.

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო

„სრულიად ვეთანხმები საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას "კაზანტიპთან" დაკავშირებით, მაგრამ პარალელურად, სიონის საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქოს შორის კაზინოს რომ დაინახავს ადამიანი, ის თუ ადეკვატურია გარე სამყაროსთან, უნებლიედ გაახსენდება ერთი ქართული ანდაზა: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო".

ამას ყველაფერს თუ მოვუვლით, კაზანტიპიც აღარ იქნება

საქართველოში სასტუმროები არის? არის! კაზინოები არის? არის! ღამის კლუბები და სტრიპტიზ კლუბები არის? არის! სხვადასხვა მუსიკის ფესტივალები ტარდება? ტარდება! უკანონოდ დაბადებულ და მიტოვებულ ბავშვთა რაოდენობა მატულობს? მატულობს! უმისამართოდ და დაუსაბუთებლად კვეთებულები იკითხება? იკითხება! თომა "სალოსი" ბოგინობს თავისი კვეთებულებით? ბოგინობს! აბა სხვა კი არაფერია კაზანტიპი. ამას ყველაფერს თუ მოვუვლით, კაზანტიპიც აღარ იქნება.

ჯერ რაც გაუკაზანტიპებულია საქართველოში იმას მივხედოთ

რა კაზანტიპი, რის კაზანტიპი??? რა ატმი კურკი ტოლა, რა ჭერამი კურკი ტოლა??? ჯერ რაც გაუკაზანტიპებულია საქართველოში იმას მივხედოთ. კაზანტიპი 10 დღე იქნება და წავა და მთელი დიიიიიდი კაზანტიპი რომ გვრჩება აქ მოსავლელი, იმას მივხედოთ.

თუ არ გინდა კაზანტიპი

„თუ არ გინდა კაზანტიპი, უნდა იყო კაი ტიპი. უნდა დაივიწყო ჯიპი და დააგდო ცოტა ღიპი.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42